დარიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აქემენიდური დარიკი

დარიკიაქემენიდური სპარსეთის ბიმეტალური სამონეტო სისტემის ძირითადი ერთეული. ძვ. წ. VI საუკუნის II ნახევრიდან ძვ. წ. IV საუკუნის 30-იან წლებამდე (ალექსანდრე მაკედონელის მიერ სპარსეთის დაპყრობამდე) მცირე აზიის სანაპირო ზოლისათვის ფულადი მეურნეობის საფუძველი იყო. სახელწოდება უკავშირდება დარიოს I-ის სახელს. იჭრებოდა ოქროსაგან. წონა 8,4 გ. დარიკი ცალმხრივი მონეტაა. მასზე გამოსახულია დაჩოქილი მეფე, რომელსაც ცალ ხელში მშვილდი უჭირავს, მეორეში შუბი. გამოსახულება არაა კონკრეტული პირის პორტრეტი. დარიკი ორმაგიც იჭრებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]