დაიმანტინა (მდინარე)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დაიმანტინა
Diamantina.JPG
ქვეყნები ავსტრალიის დროშა ავსტრალია
სათავე ქალაქ ლონგრიჩიდან ჩრდილო-დასავლეთით
სიგრძე 941 კმ
აუზის ფართობი 157,000 კმ²

დაიმანტინა (ინგლ. Diamantina River) — მდინარე სამხრეთ-დასავლეთ კუინზლენდში და ჩრდილოეთ სამხრეთ ავსტრალიაში. მდინარის სიგრძე 941 კმ-ია,[1] ხოლო აუზის ფართობი 157,000 კვ. კმ,[2] რომლის უდიდეს ნაწილს (დაახლ. 140,000 კვ. კმ) სოფლის მეურნეობაში იყენებენ. ერთვის გოიდერ-ლაგუნის ჭაობს, რომელიც იმყოფება სტშელეცკის უდაბნოდან ჩრდილოეთით.[3]

მდინარის აუზის დიდ ნაწილს დაბლობი ხასიათი აქვს, ყველაზე მაღალი რაიონები ვრცელდება ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, სადაც აუზი ზღვის დონიდან 500 მ-მდე ადის. ის ტერიტორიები სადაც მდინარე დაიმანტინა გაედინება გამოირჩევა ცხელი და მშრალი კლიმატით. იანვარში დღისით ტემპერატურა 37°C-ს უდრის, ხოლო ღამით დაახლ. 24°C-ს. წაყინვები იშვიათია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Longest Rivers. Geoscience Australia. წაკითხვის თარიღი: 29 იანვარი 2009.
  2. Australian Natural Resources Atlas retrieved 7 May 2008
  3. Diamantina River. Encyclopædia Britannica Online. წაკითხვის თარიღი: 29 იანვარი 2009.