დათვისკენკრა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| დათვისკენკრა | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Arctostaphylos | ||
| დაცვის სტატუსი | ||
დათვისკენკრა (Arctostaphylos), მცენარეთა გვარი მანანასებრთა (შქერისებრთა) ოჯახისა. გართხმული ბუჩქებია. აქვთ მარადმწვანე ტყავისებრი ფოთლები, მტევნებად შეკრებილი ვარდისფერი ყვავილები და წითელი კურკინა ნაყოფი. ცნობილია 18 სახეობა. გვხვდება ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში მხოლოდ ერთი სახეობაა - კავკასიური დათვისკენკრა (Arctostaphylos caucasicus), რომელიც იზრდება დასავლეთ საქართველოს ფიჭვნარებში, სუბალპური და ალპური სარტყლის ღორღიან ადგილებზე. მისი ნაყოფი იჭმევა. ფოთოლი შეიცავს გლუკოზიდ არბუთინს და მთრიმლავ ნივთიერებებს. გამხმარი ფოთლების ნახარში იხმარება მედიცინაში.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 3, გვ. 344, თბ., 1978
სტატიის