დავით კომახიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დავიდ კომა
დაბადების სახელი დავით კომახიძე
ეროვნება ქართველი
განათლება ცენტრალ სენ მარტინის სახელობის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯი

დავით კომახიძე, ცნობილი როგორც დავიდ კომა (სტილიზებული როგორც: DΛVID KOMΛ) — ქართველი დიზაინერი, რომელიც მოღვაწეობს ლონდონში, დიდ ბრიტანეთში.

საერთაშორისო აღიარებული ცნობილი სახეები,რომელთა შორისაა: ბიონსე,[1] ჯენიფერ ლოპესი,[2] კარა დელევინი,[3] კენდალ ჯენერი[4] და როზი ჰანტინგტონ უიტლი[5] ხშირად ირგებენ დიზაინერის ტანისამოს წითელ ხალიჩაზე წარსადგენად.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავითი დაიბადა თბილისში, საქართველოში.[6] კომახიძეს ჰყავს უმცროსი და-ძმა. მისი მშობლები რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობენ.

დავით კომახიძის ბრენდის ლოგო

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დევით კომამ ხატვისა და ტანსაცმლის შექმნის ნიჭი რვა წლის ასაკში აღმოაჩინა.[7] თავისი ინტერესების მისაღწევად, დავითმა სახვითი ხელოვნება შეისწავლა სანქტ – პეტერბურგში, ის ასევე მონაწილეობას იღებდა დიზაინერულ კონკურსებში 13 წლიდან და პირველი კოლექცია 15 წლის ასაკში შექმნა.[8]

სკარლეტ იოჰანსონი დავიდ კომას მიერ შექმნილ ტანისამოსში

2003 წელს დავითი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად პრესტიჟულ ცენტრალ სენ მარტინის სახელობის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯში სასწავლად.[9] მან უნივერსიტეტი დაამთავრა და დიზაინში ბაკალავრის ხარისხი მიიღო. 2009 წელს აპრილში მან მოიპოვა მაგისტრის სპეციალობა ლუიზა ვილსონის ხელმძღვანელობით.[10] მან უნივერსიტეტის დასრულების მოდის კვირეულზე პირველი ადგილი დაიკავა და ჰაროდსის დიზაინის ჯილდო მოიპოვა.[11]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამთავრებისთანავე, დევიდ კომამ ჩამოაყალიბა თავისი ბრენდი და მის შემდეგ ლონდონის მოდის კვირეულზე იღებს მონაწილეობას.[12] წლების განმავლობაში ბრენდს უამრავი პრიზი აქვს მიღებული, მათ შორის Vauxhall Fashion Scout 2009 წელს,[13] NEWGEN-ის სპონსორობა 2010 წელს[14] და Fashion Forward 2013 წელს.[15] 2018 და 2019 წლებში დევიდ კომა შეირჩა ბრიტანეთის მოდის საბჭოს / მოდის ფონდის წევრად.[16][17]

2013 წლის დეკემბრიდან 2017 წლის დეკემბრამდე დევიდს ეკავა Mugler- ის კრეატიული დირექტორის თანამდებობა.[18][19]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Designer David Koma on Dressing Beyoncé & His Plans for Mugler: Exclusive. ციტირების თარიღი: 2020-01-09.
  2. If *That* Hustlers Scene Wasn't Enough, More of J.Lo's Jaw-Dropping Looks Ahead (2020-01-02). ციტირების თარიღი: 2020-01-09.
  3. Cara Delevingne Shines on the Red Carpet in a Sequined Naked Dress (2019-08-26). ციტირების თარიღი: 2020-01-09.
  4. Kendall Jenner Just Might Wear A Naked Dress Better Than Carrie Bradshaw. ციტირების თარიღი: 2020-01-09.
  5. Rosie Hungtinton-Whiteley Evokes Old Hollywood Glamour in a Cut-Out Dress (2019-10-30). ციტირების თარიღი: 2020-01-09.
  6. Socha, Miles. (12 December 2013) Thierry Mugler Names David Koma Artistic Director. WWD. ციტირების თარიღი: 13 December 2013.
  7. Child Star: David Koma.
  8. David Koma - Swarovski Group.
  9. David Koma - Swarovski Group.
  10. Watching David Koma. ციტირების თარიღი: 2020-01-09
  11. Alexander, Hilary (2009-02-21). „David Koma, MA Graduate of Central Saint Martins receives award“ (ინგლისური). ISSN 0307-1235. ციტირების თარიღი: 2020-01-09.[მკვდარი ბმული]
  12. London Fashion Week - DAVID KOMA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-25. ციტირების თარიღი: 2021-01-04.
  13. Talent Scout Winner.
  14. NEWGEN winners announced, with Holly Fulton and David Koma winning catwalk support.
  15. London Fashion Week - Fashion Forward 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-06. ციტირების თარიღი: 2021-01-04.
  16. British Fashion Council.
  17. Meet The BFC/Vogue Designer Fashion Fund 2019 Finalists.
  18. Meet Mugler’s New Creative Director, Casey Cadwallader.
  19. David Koma appointed creative director at Thierry Mugler - Telegraph.