დავალება (ნოველა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„დავალება, ანუ დამკვირვებლების დამკვირვებლის დაკვირვება“
Der Auftrag oder Vom Beobachten des Beobachters der Beobachter

პირველი გამოცემა
ავტორი ფრიდრიხ დიურენმატი
ქვეყანა შვეიცარია
ენა გერმანული
ჟანრი დეტექტივი, თრილერი, ნოველა.
გამომცემელი Diogenes Verlag
გამოცემის თარიღი 1986
მედია ბეჭდური
გვერდი 129

დავალება, ანუ დამკვირვებლების დამკვირვებლის დაკვირვება (გერმ. Der Auftrag oder Vom Beobachten des Beobachters der Beobachter) 一 შვეიცარიელი მწერლის, ფრიდრიხ დიურენმატის 1986 წლის ნოველა. მისი ექსპერიმენტული ნარატივი დაყოფილია ოცდაოთხ ნაწილად. როგორც პირველი ინგლისურენოვანი გამოცემის წინასიტყვაობაში მკვლევარი თეოდორ ციოლკოვსკი აღნიშნავს, ნაწარმოების ოცდაოთხ ნაწილად დაყოფის შთაგონების წყაროს ცნობილი კანადელი კომპოზიტორის, გლენ გულდის მიერ შესრულებული ბახის „კეთილგანწყობილი კლავიერი“ წარმოადგენს, რომელიც, თავის მხრივ, ოცდაოთხ ნაწილად იყოფა.[1] რაც შეეხება სიუჟეტის შთაგონების წყაროს, მწერლისთვის ინსპირაციად ავსტრიელი მწერლის, ინგებორგ ბახმანის დაუმთავრებელი რომანი 一 ფრანცას საქმე 一 იქცა, რომლის ფილმად ადაპტირებასაც თავად დიურენმატის რიგით მეორე მეუღლე, რეჟისორი შარლოტა კერი გეგმავდა.[2]

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიუჟეტი იწყება ჩრდილოეთ აფრიკის უცნობ სახელმწიფო “მ”-ში მომხდარი ინცინდენტით 一 მთავარ გმირი ფსიქიატრის, ოტო ფონ ლამბერტის მეუღლე, თინა ფონ ლამბერტი სასტიკად ნაწამები და გაუპატიურებული იპოვეს აფრიკის უდაბნოში. ოტო დაიქირავებს ქალს, სახელად „ფ“-ს, რომელთან ერთადაც გადაწყვეტს, გახსნას დანაშაული და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ფილმი გადაიღოს. მას შემდეგ, რაც „ფ“ აღმოაჩენს მოკლულის ფოტოსურათს, რომელშიც ის საკუტარ მეუღლესთან ერთადაა, „ფ“ ეხვევა აპოკალიფსურ პეიზაჟში, რომელიც გაჟღენთილია პოლიტიკური ინტრიგებით, მცდარი იდენტობის დანაშაულებითა და ტერორიზმით.

„ფ“-ს ჭეშმარიტების ლაბირინთული ძიება არის დიურენმატის გამოგონილი გაფრთხილება ტექნოლოგიურად განვითარებული საზოგადოების საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას მუდმივ კონტროლად აქცევს.

შეფასება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

The New York Times-ის მიმოხილვაში აღნიშნეს:

„ნარატივი თავიდანვე დაჩქარებულია. . . . როდესაც ნოველა თავის შემზარავ კულმინაციას მიაღწევს, ჩვენ ვაცნობიერებთ, თუ რამდენად შეიცვალა ყველა ღირებულება ამით. დავალება ჯოჯოხეთის იგავია, სურათების მომხმარებელი ეპოქისთვის“

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Dürrenmatt, Friedrich. The Assignment. Trans. Joel Agee. Chicago: U of Chicago P, 2008.
  • Ziolkowski, Theodore. Forward. The Assignment. By Friedrich Dürrenmatt. 1986. Chicago: U of Chicago P, 2008. ix-xix.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ziolkowski 2008, pp. xiv-xv.
  2. Ziolkowski 2008, pp. x-xi