დავათის სტელა
დავათის სტელა - დუშეთის მუნიციპალიტეტში სოფელ დავათში მდებარე ქვაჯვარზე გამოსახული ბარელიეფია რომლის ერთ ნაწილზე დატანილია შემდეგი ტიპის გამოსახულება: ორ მთავარანგელოზს მიქაელსა და გაბრიელს ხელთ უპყრიათ ეტრატი რომელზეც ნაკაწრი სახით შესრულებულია ქართული ასომთავრული ანბანი. ესაა პირველი ანბანი რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. მეცნიერთა აზრით დავათის სტელა შესრულებულია IV საუკუნეში, დაახლოებით 367 წელს. თუ დააკვირდებით სურათს შეამჩნევთ შემდეგ ასოებზე კ, ტ და ჭ-ზე ქარაგმას.
რ. რამიშვილის აზრით ეს სხვა არაფერია თუ არა შესაბამისი ციფრი 5000+300+20=5320. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ქართულ სახელმწიფოს დაარსებად ძვ. წ. 284 წელს მიიჩნევენ ხოლო ქრისტემდე კი 5604 წელი მოითვლება, სავარაუდოა რომ დავათის სტელაზე მინიშნებული რიცხვი 5320 სხვა არაფერია თუ არა 5604-284=5320.
| „ | ႠႡႢႣႤႥႦ
ჁႧႨႩႪႫ ႬჂႭႮႯ ႰႱႲჃႴႵႶ ႷႸႹႺႻႼ ႽႾჄႿჀ Ⴥ |
“ |
[რედაქტირება] ლიტერატურა
- Abramishvili, G & Aleksidze, Z. (1990), "A national motif in the iconographic programme depicted on the Davati Stela". Le Muséon
- რ. რამიშვილი, აღმოჩენა სოფელ დავათში. ”მნათობი”, 1986, #8
- კ. წერეთელი, სტელები სოფელი დავათიდან. ”ძეგლის მეგობარი”, 1984 #68
- გ. ნარსიძე, აღმოჩენა სოფელ დავათში. ”მნათობი”, 1987, #4
- გ. ნარსიძე, აღმოჩენა სოფელ დავათში. ”მნათობი”, 1987, #8
- კ. მაჩაბელი, სტელები საქართველოში. 1999
- გ. ჯავახიშვილი, ადრეფეოდალური ხანის ქართული სტელები, 1998