დაგდაგანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაგდაგანი

ბიოგრაფია
წარმოშობა საქართველო
ჟანრ(ებ)ი მძიმე როკი, მძიმე მეტალი, ალტერნატიული როკი, ალტერნატიული მეტალი, პანკ-როკი
აქტიური 2013 — დღემდე
წევრები
  • ცოტნე გორგოშიძე
  • გიორგი კოჭლაშვილი
  • გიორგი მიგრიაული
  • მათე ხურციძე
  • გიორგი ბულბულაშვილი
ყოფილი წევრები ირაკლი შენგელია

დაგდაგანი — ქართული როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბდა 2013 წელს.[1] მოქმედი წევრები არიან: ცოტნე გორგოშიძე (ვოკალი), გიორგი კოჭლაშვილი (გიტარა), მათე ხურციძე (ბას-გიტარა) გიორგი მიგრიაული (გიტარა) და გიორგი ბულბულაშვილი (დასარტყმელი საკრავები).

დაგდაგანის დამფუძნებელი არის ცოტნე გორგოშიძე, აგრეთვე სიმღერების ავტორი, თუმცა ზოგი კომპოზიცია ეკუთვნის გიტარისტ ირაკლი შენგელიას. ჯგუფის ყველაზე ცნობილ სიმღერებს შორისაა: „მარი“, „ჩვენ ყველა დიდი ხნის წინ მოვკვდით“, „ტკივილგამაყუჩებელი“, „უკიდებ სიგარეტს“.[2][3]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყველა ირგვლივ მტერია — 2014
  • რა ცუდი ხალხი დადის ამ ჩვენს ლამაზ ქვეყანაში — 2016
  • უკანასკნელი ღამე დედამიწაზე — 2018
  • ყოფიერების აუტანელი სიძულვილი — 2020[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ახალი წელი არ იქნება – „დაგდაგანი“. ციტირების თარიღი: 9 თებერვალი, 2021
  2. დაგდაგანი ka. ციტირების თარიღი: 9 თებერვალი, 2021[მკვდარი ბმული]
  3. დაგდაგანი ka. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-21. ციტირების თარიღი: 2021-01-14.
  4. დაგდაგანი; Half Moon (თორნიკე გაგოშვილი) ka. ციტირების თარიღი: 9 თებერვალი, 2021