გურჯაანის სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გურჯაანის სამაროვანიარქეოლოგიური ძეგლი, რომელიც მდებარეობს ქალაქ გურჯაანის აღმოსავლეთით, დაახლოებით 1 კილომეტრზე, გოძიანთეულად წოდებულ ადგილზე. განეკუთვნება VII-VIII საუკუნეებს.

ძეგლი აღმოჩნდა 1989 წელს, სკოლის მშენებლობის დროს. სამაროვანზე გურჯაანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ექსპედიციამ შეისწავლა ორი ქვაყუთი. მოპოვებული არქეოლოგიური მასალა (ბრინჯაოს საკინძები, სამაჯურები და სხვ.) ინახება ქალაქ გურჯაანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]