გურამ ვადაჭკორია
გურამ ვადაჭკორია (დ.11 ოქტომბერი, 1930, თბილისი) — ქართველი ექიმი და მეცნიერი.
1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.
1960-1962 წლებში ხელმძღვანელობდა პათომორფოლოგიის განყოფილებას ტუბერკულოზის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, 1972-1971 წლებში კი ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის ინსტიტუტში. 1973-2003 წლებში უძღვებოდა ალექსანდრე წულუკიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პათომორფოლოგიის და ჰისტოქიმიის ლაბორატორიას. მისი სამეცნიერო კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ენდოკრინული სისტემის სტრუქტურული ცვლილებების შესწავლა. ექსპერიმენტული ათეროსკლეროზის დროს. გამოცემული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, მათ შორის სამი მონოგრაფია. არის ერთი გამოგონების ავტორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1991). პათომორფოლოგი.