გულსუმ ნარიმანოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გულსუმ ნარიმანოვა
მშობლიური სახელი აზერ. Gülsüm Nərimanova
დაბადების სახელი გულსუმ ალიევა
დაბადების თარიღი 1898
ბაქო, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1953
მოსკოვი, რსფსრ
დაკრძალულია ვაგანკოვსკოეს სასაფლაო
ეროვნება აზერბაიჯანელი
საქმიანობა ქველმოქმედება
მეუღლე(ები) ნარიმან ნარიმანოვი
შვილ(ებ)ი ნაჯაფ ნარიმანოვი
მშობლები მამა: მირქაზიმ ალიევი
გულსუმ ნარიმანოვა და ნარიმან ნარიმანოვი
გულსუმ ნარიმანოვას საფლავი ვაგანკოვსკოეს სასაფლაოზე

გულსუმ ნარიმანოვა (ალიევა) (აზერ. Gülsüm Nərimanova (Əliyeva) — აზერბაიჯანის სახელმწიფო მოღვაწის, მწერლის, პუბლიცისტის ნარიმან ნარიმანოვის მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1898 წელს შამახიელი ვაჭრის მირკაზიმ ალიევის ოჯახში. განათლებას იღებდა სახლში და კარგად ლაპარაკობდა რუსულად. 1915 წელს იგი დაქორწინდა დიდ მოაზროვნეზე და გამოჩენილ სახელმწიფო მოღვაწესა და მწერალზე ნარიმან ნარიმანოვზე.

გულსუმ ნარიმანოვა თავისი მეუღლის გავლენით შეუერთდა საზოგადოებრივ ცხოვრებას. თავის ბიოგრაფიაში წერს, რომ ის პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწეოდა მუსლიმ ქალებში, ავრცელებდა საიდუმლო ლიტერატურას და განათლებისკენ მოუწოდებდა ყველას. დიდი ძალისხმევა დახარჯა ბაქოში შშმ პირთა სახლის, საბავშვო ბაღისა და ბაგა-ბაღის შესაქმნელად.

გულსუმმა 1921 წელს დაამთავრა აზერბაიჯანის განათლების სახალხო კომისარიატის სკოლამდელი განათლების განყოფილების მიერ მუსლიმი ქალებისთვის გახსნილი პირველი კურსი.

1925 წელს, ნარიმან ნარიმანოვის გარდაცვალების შემდეგ იგი ზრუნავდა თავისი ვაჟის ნაჯაფის განათლებაზე და პარალელურად მოსკოვის პოკროვსკის სკოლის მუშათა ფაკულტეტზე სწავლობდა. გულსუმმა ნარიმან ნარიმანოვის ლიტერატურული, სამეცნიერო და პოლიტიკური მემკვიდრეობა აზერბაიჯანის სახელმწიფო მუზეუმში გაგზავნა მისი შეგროვებისა და დაცვის მიზნით.

1931-1935 წლებში სწავლობდა მოსკოვის ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო-სამეურნეო აკადემიის მებაღეობა-მეხილეობის ფაკულტეტზე და გარაგულის მეცხვარეობის ინსტიტუტში. 1931 წელს იმავე ინსტიტუტმა იგი გაგზავნა დასავლეთ ციმბირის ბარაბინის რაიონში მდებარე „გოიუნჩულუღის“ სახელმწიფო მეურნეობაში სარეველა ბალახოვანი კამპანიისთვის.

დიდი სამამულო ომის დროს გულსუმ ნარიმანოვა სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობდა.

მისი ერთადერთი ვაჟი ნაჯაფი გმირულად დაიღუპა უკრაინის ვოლნოვახასთვის ბრძოლებში. ნარიმანოვა კი აგრძელებდა თავის საქველმოქმედო საქმიანობას.

გულსუმ ნარიმანოვა გარდაიცვალა 1953 წელს. იგი დაკრძალეს მოსკოვის ვაგანკოვსკოეს სასაფლაოზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. P. Əzizbəyova, İ. Mosesova. Ailə Şərəfi. Bakı,1970

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]