გრუზინოვები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გრუზინოვები (რუს. Грузиновы) — რუსეთის იმპერიის სამსახურში დაწინაურებული დონის კაზაკთა გვარი, ჩამომავლობით ქართველები.

გრუზინოვების მამამთავარი რომან ნამჩევაძე 1727 წელს გადასახლდა დასავლეთ საქართველოდან დონზე. მის შთამომავლებს შორის იყვენ ევგრაფ იოსების ძე გრუზინოვი (დ. 1770 — გ. 1800) და მისი ძმა პეტრე (დ. 1772 — გ. 1800), კაზაკთა ლაიბ-გვარდიის პოლკოვნიკები, რომლებსაც იმპერატორ პავლე I-ის დროს სახელმწიფო ღალატში დასდეს ბრალი და სიკვდილით დასაჯეს. პავლეს მკვლელობის შემდეგ მისმა მემკვიდრე ალექსანდრე I-მა გრუზინოვების ოჯახს ჩამორთმეული ქონება დაუბრუნა. ამავე ოჯახის წარმომადგენელი იყო ანატომი და ფიზიოლოგი ილია გრუზინოვი (დ. 1781 ― გ. 1813).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გვინჩიძე ო., რუსეთის საზოგადოებრივი მოძრაობის ისტორიიდან თბ., 1957.
  • მისივე, Братья Грузинивы, Тб., 1965.