გრიგოლ ჩირინაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გრიგოლ ალექსანდრეს ძე ჩირინაშვილი (დ. 18 აგვისტო, 1918, მანგლისი — გ. 1999) — ქართველი ფერმწერი, საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი (1989 წ.).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1943 წელს; 1965 წლიდან ამავე აკადემიის პედაგოგი იყო (1982 წლიდან — პროფესორი). სისტემატურად მონაწილეობდა გამოფენებში. 1978 წელს მხატვრულად გააფორმა გურჯაანის შინმოუსვლელთა მემორიალი. შექმნა თბილისის თემისადმი მიძღვნილი სურათები, მ. შ. „ვანო სარაჯიშვილი“ (1955), „ქართული პური“ (1970), „ფიროსმანი“ (1975) „ჩემი თბილისი და ფიროსმანი“ (1979—1984 წწ.) წლებში, ვანო სარაჯიშვილის, ნიკო ფიროსმანაშვილის, ვაჟა-ფშაველას და სხვათა პორტრეტები. ილუსტრირებული აქვს ქართველ მწერალთა ნაწარმოებები, ნიკო ლომოურის „ალი“ (1956) და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]