გრიგოლ კობახიძე (პედაგოგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კობახიძე.

გრიგოლ კობახიძე (დ. 15 მაისი, 1910, ხეთა — გ. 1990) — ქართველი პედაგოგი, სსრკ-ის სახალხო მასწავლებელი (1979).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტი 1933 წელს. 1930–1936 წლებში მუშაობდა ფიზიკის მასწავლებლად თბილისის სხვადასხვა სკოლაში; 1941–1943 წლებში იყო მე–17 საშუალო სკოლის დირექტორი; 1943 წლიდან – ვაჟთა 24–ე საშუალო სკოლის დირექტორი. სკოლა (ამჟამად მე–5 გიმნაზია) კობახიძის სახელობისაა. ავტორია შრომებისა სკოლათმცოდნეობისა და ფიზიკის სწავლების მეთოდიკის დარგებში.

ჯილდოები და წოდებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]