დედაფუტკარა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| დედაფუტკარა | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||
|
||||||
| ლათინური სახელი | ||||||
| Stachys | ||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||
დედაფუტკარა (Stachys), მცენარეთა გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. ერთწლოვანი და მრავალწლოვანი ბალახებია. აქვთ მორიგეობით განლაგებული ფოთლები, რთული, თავთავისებრ ყვავილედებად შეკრებილი ყვავილები. ცნობილია 200-მდე სახეობა, რომელიც გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. საქართველოში 16 სახეობაა, მ. შ. ფართოდაა გავრცელებული Stachys sylvytica (თაფლოვანი და საღებავი მცენარე), Stachys germanica (თაფლოვანი და ეთერზეთოვანი მცენარე), Stachys annya (ნათესების სარეველი) და სხვა. Stachys fruticulosa კავკასიის ენდემია; საქართველოში იზრდება ქართლისა და კახეთის მშრალ თიხნარ, ხშირად ოდნავ დამლაშებულ ფერდობებზე.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 432, თბ., 1978 წელი.ka:ბარისპირა