ბუჩქისძირა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ბუჩქისძირა | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Corydalis | ||
| დაცვის სტატუსი | ||
ბუჩქისძირა (Corydalis), მრავალწლოვან მცენარეთა გვარი ყაყაჩოსებრთა ოჯახისა. აქვს გორგლისებრ გამსხვილებული ფესვები და კენწრულ მტევნებად შეკრებილი თეთრი, ყვითელი, მოწითალო ან იისფერი ყვავილები. ცნობილია 100-მდე სახეობა. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. აგრეთვე გვხვდება ციმბირსა და შუა აზიის მთებში. საქართველოს ტყეებში და ალპურ მდელოებზე იზრდება 9 სახეობა, მათგან ერთი საქართველოს ენდემია (Corydalis vittae), ორი კავკასიისა (Corydalis alexeenkoana, Corydalis emanueli). ბუჩქისძირა თაფლოვანი მცენარეა. მრავალი სახეობა დეკორატიულია.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 594, თბ., 1977 წელი.