გიორგი წიტაიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი წიტაიშვილი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
18 ნოემბერი, 2000 (2000-11-18) (23 წლის)
დაბადების
ადგილი
რიშონ-ლე-ციონი, ისრაელი
სიმაღლე 171 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
2012–2018 დინამო კიევი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2018– დინამო კიევი 19 (0)
2021   ვორსკლა პოლტავა 4 (1)
2021–   ჩერნომორეცი ოდესა 1 (0)
ეროვნული ნაკრები
2017 უკრაინის 17 წლ. 2 (0)
2018 უკრაინის 18 წლ. 2 (0)
2018–2019 უკრაინის 19 წლ. 12 (5)
2019 უკრაინის 20 წლ. 5 (1)
2019–2020 უკრაინის 21 წლ. 4 (2)
2021– საქართველო 10 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

გიორგი წიტაიშვილი (უკრ. Георгій Климентійович Цітаїшвілі; დ. 18 ნოემბერი, 2000, რიშონ-ლე-ციონი, ისრაელი) — ქართველი ფეხბურთელი. თამაშობს ნახევარმცველის პოზიციაზე. არის კიევის „დინამოს“ აღზრდილი და 2018 წლიდან ამ გუნდის წევრი. 2021 წლიდან იჯარით თამაშობს ოდესის „ჩერნომორეცში“.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული წარმოშობის ფეხბურთელი დაიბადა რიშონ-ლე-ციონში, ისრაელში, სადაც მისი მამა, ფეხბურთელი კლიმენტი წიტაიშვილი თამაშობდა. წიტაიშვილი არის კიევის „დინამოს“ ახალგაზრდული სპორტული სკოლის აღზრდილი.[1] მისი პირველი მწვრთნელები იყვნენ იური იესკინი და ალექსი დროცენკო.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიტაიშვილის დებიუტი „დინამოში“ შედგა 2018 წლის 9 მაისს, უკრაინის თასის ფინალში, დონეცკის „შახტარის“ წინააღმდეგ. წიტაიშვილი მოედანზე შეცვლაზე 86-ე წუთზე შევიდა. კიევის „დინამო“ ანგარიშით 0-2 დამარცხდა.[2] ამავე სეზონში შედგა მისი დებიუტი ევროტურნირებზე. შეცვლაზე შემოვიდა „დინამოს“ მიერ ანგარიშით 0-1 წაგებულ შეხვედრაში „იაბლონეცის“ წინააღმდეგ, უეფა-ს ევროპა ლიგაზე.

2020 წლის 20 დეკემბერს იური მაქსიმოვმა, „ვორსკლა პოლტავას“ მწვრთნელმა დაანონსა რომ წიტაიშვილი გუნდს იჯარით შეუერთდებოდა.[3]

საერთაშორისო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიტაიშვილმა 2019 წელს უკრაინის 20 წლამდე ფეხუბრთელთა ნაკრებთან ერთად მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. მან ტურნირზე 5 შეხვედრა ჩაატარა. ჩემპიონატის ფინალში სამხრეთ კორეის წინააღმდეგ მოახერხა გოლის გატანა.

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განახლდა: 2019–20 სეზონის დასასრული[4]
კლუბი სეზონი ლიგა თასი1 კონტინენტური2 სხვა3 ჯამი
ლიგა მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
დინამო კიევი 2017–18 უკრაინის პრემიერ-ლიგა 0 0 1 0 0 0 0 0 1 0
2018–19 5 0 0 0 1 0 0 0 6 0
2019–20 10 0 1 0 1 0 1 0 13 0
ჯამი 15 0 2 0 2 0 1 0 20 0

1 მოიცავს უკრაინის საფეხბურთო თასის მატჩებს.
2 მოიცავს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგისა და უეფა-ს ევროპა ლიგის მატჩებს.
3 მოიცავს უკრაინის საფეხბურთო სუპერთასის მატჩებს.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დინამო კიევი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უკრაინის 20 წლ.[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფიფა-ს 20 წლამდე ფეხბურთელთა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი: 2019[5]

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უკრაინის ოქროს ტალანტი: 2019

სხვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უკრაინის ღირსების ორდენი (მე-3 ხარისხი): (2019)[6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ГЕОРГІЙ ЦИТАЇШВІЛІ uk. FC Dynamo Kyiv Official Site (2018-12-14).
  2. КУБОК УКРАЇНИ-2018. «ШАХТАР» ПЕРЕМІГ «ДИНАМО» ТА ЗДОБУВ ТРОФЕЙ УДВАНАДЦЯТЕ uk. FFU Official Site (2018-12-14). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-25. ციტირების თარიღი: 2021-02-22.
  3. Юрий Максимов: "Ворскла" арендует у "Динамо" Цитаишвили" Ukrainian (20 December 2020).
  4. Ukraine - Tsitaishvili Profile. ციტირების თარიღი: 15 June 2019.
  5. Spirited comeback earns Ukraine first U-20 title. FIFA.com. Fédération Internationale de Football Association (15 June 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ივნისი 2019. ციტირების თარიღი: 22 თებერვალი 2021.
  6. Про відзначення державними нагородами України членів молодіжної збірної команди України U-20 з футболу (15 липня 2019). ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2021.