გიორგი კორნაპელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი კორნაპელი
დაბადების თარიღი 23 იანვარი, 1932
ზესტაფონი, საქართველო
გარდაცვალების თარიღი 7 აპრილი, 1997 (65 წლის)
ეროვნება ქართველი
ალმა-მატერი ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი
საქმიანობა მწერალი, პოეტი

გიორგი კორნაპელი (ნამდვილი გვარი კაპანაძე; დ. 23 იანვარი, 1932 — გ. 7 აპრილი, 1997) — ქართველი პოეტი და მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1932 წლის 23 იანვარს, ზესტაფონში, სოფელ პირველ სვირში.[1] 1950 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, 1957 წელს — ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. გამოცემული აქვს ლექსების კრებული „ლურჯი სათიბი“, აგრეთვე წიგნები: „გაზაფხულის ზარები“, „ზღვის ტაძარი“, „ჟამი სინათლისა“, „მარადიული პაემანი“ და სხვა. გიორგი კაპანაძის პოეტური აზროვნება გამოირჩევა ფანტაზიით და მეტაფორულობით.

გარდაიცვალა 1997 წლის 7 აპრილს. დაკრძალეს მშობლიურ სოფელში, არა სასაფლაოზე, არამედ, ანდერძისამებრ, ე.წ. კორნაპის სერზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]