გიორგი ზედგინიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზედგინიძე (მრავალმნიშვნელოვანი).

გიორგი ზედგინიძე (დ. 10 ივლისი, 1922, ბალანთა, ბორჯომის მუნიციპალიტეტი — გ. 1 დეკემბერი, 1994) — ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ლიტერატურის ფაკულტეტიტი 1953 წელს. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1940 წლიდან აქვეყნებდა წერილებსა და ნარკვევებს ჟურნალ-გაზეთებში. მისი მთავარი ნაწარმოებია ისტორიული რომანი „დედის ტაძარი“ (1969, 1981), რომელშიც ასახულია XVII საუკუნის სამცხე-ჯავახეთის ვითარება. გიორგი ზედგენიძე ავტორია აგრეთვე კრებულისა „მოთხრობები“ (1976), ისტორიული პიესისა „მანუჩარ ჯაყელი“, „გატეხილი ხიდი“ (1984) და სხვა. მისი სამეცნიერო ნაშრომები სამხრეთ საქართველოს ისტორიულ მოვლენებზე სისტემატურად ქვეყნდებოდა სამეცნიერო ჟურნალებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]