გინკგო
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| გინკგო | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Ginkgo | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
გინკგო (Ginkgo), შიშველთესლოვანი ფოთოლმცვივანი ხეების უძველესი გვარი გინკგოსნაირთა რიგისა. ერთადერთი თანამედროვე სახეობა ორნაკვთიანი გინკგო (ginkgo biloba) გაშლილვარჯიანი 30-40 მ სიმაღლის და 1 მ-მდე დიამეტრის ორსახლიანი ხეა. ველურად იზრდება მხოლოდ სამხრეთ ჩინეთში. როგორც დეკორატიული მცენარე, მოშენებულია მსოფლიოს მრავალ ბოტანიკურ ბაღსა და პარკში; საქართველოში შემოტანილია XIX საუკუნეში შავი ზღვის სანაპიროზე. განსაკუთრებით კარგად ხარობს კოლხეთში, სადაც გიგანტურ ზომას აღწევს. იზრდება აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ თბილისის ბოტანიკურ ბაღსა და უნივერსიტეტის ბაღში. ყინვაგამძლეა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 3, გვ. 157, თბ., 1978
სტატიის