გივი ჩიქვანაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გივი ჩიქვანაია (დ. 29 მაისი, 1939, თელავი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 2 აგვისტო, 2018, მოსკოვი, რუსეთი[1]) — ქართველი წყალბურთელი, მწვრთნელი. 1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. გამოდიოდა თბილისისა და მოსკოვის „დინამოს“ გუნდებში. საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, რუსეთის ფედერაციის სპორტის დამსახურებული ოსტატი (2001).[2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVII (1960, რომი)[3] და XIX ოლიმპიადის (1968, მეხიკო) მეორე ადგილის პრიზიორი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი (1962, ლაიფციგი), საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1968, 1969), საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი (1960, 1962, 1970), საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1958, 1964, 1966, 1971, 1972), საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი (1963), საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ბრინჯაოს პრიზიორი (1959, 1967).

1959–1970 წლებში თამაშობდა საბჭოთა კავშირის ნაკრებში. 1975–1984 წლებში იყო მოსკოვის დინამოს მწვრთნელი, 1984–1988 წლებში მოსკოვის დინამოს — მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით მოსკოველებმა 1985, 1986 და 1987 წლებში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი მოიგეს, ხოლო 1986 და 1987 წლებში — საბჭოთა კავშირის თასი. 1988–1994 წლებში იყო თბილისის დინამოს მთავარი მწვრთნელი.

2001 წელს მიენიჭა რუსეთის ფედერაციის სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება. იყო რუსეთის ფედერაციის დამსახურებული მწვრთნელი.

ძირითადი შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ტურნირი მასპინძელი ადგილი
1960 ზაფხულის XVII ოლიმპიური თამაშები რომი, იტალია 2nd
1962 ევროპის ჩემპიონატი ლაიფციგი, გდრ 2nd
1968 ზაფხულის XIX ოლიმპიური თამაშები მეხიკო, მექსიკა 2nd

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „თბილისი“, გვ. 934, თბ., 2002;
  • ელგუჯა ბერიშვილი, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, გვ. 246, თბ.: პალიტრა L, 2013.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დიდი დანაკლისი ქართული წყალბურთისათვის. საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია (2 აგვისტო, 2018). ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2019.
  2. ისინი ერთად წერდნენ ქართული წყალბურთის ისტორიას: გივი ჩიქვანაია, ოთარ მიმინოშვილი. lelo.ge (3 აგვისტო, 2020). ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2022
  3. XVII ოლიმპიური თამაშები 1960, 25 აგვისტო — 11 სექტემბერი. რომი, იტალია.. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2022