გიგანტოპითეკი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიგანტოპითეკი (ბერძნ. gigas, ნათესაობითი ბრუნვა gigantos — გოლიათი და pithekos — მაიმუნი), ნამარხ ადამიანის მსგავს მაიმუნთა გვარი. ცხოვრობდნენ შუა ანთროპოგენში აზიის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ოლქებში. ნაპოვნია გიგანტოპითელოს 4 ქვედა ყბა და 1000-ზე მეტი კბილი. მისი საძირე კბილები 6-ჯერ დიდია ადამიანისაზე. კბილების სისტემის ზოგი ნიშნით (შედარებით პატარა ეშვები და სხვა) გიგანტოპითეკი ადამიანთან უფრო ახლოს დგას, ვიდრე ადამიანის მსგავს მაიმუნებთან. ეს გარემოება საფუძვლად დაედო ადამიანის წარმოშობის მცდარ გიგანტოიდურ თეორიას.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 3, გვ. 152, თბ., 1978
პირადი ხელსაწყოები