გია ჭირაქაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭირაქაძე.
გია ჭირაქაძე
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი გიორგი ჭირაქაძე
დაბ. თარიღი 21 სექტემბერი, 1937
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 19 მარტი, 2017 (79 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
საქმიანობა მომღერალი, მსახიობი, ტელეწამყვანი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი

გია ჭირაქაძე (დ. 21 სექტემბერი, 1937 — გ. 19 მარტი, 2017[1]) — ქართველი მომღერალი, ანსამბლ „ქართული ხმების“ დამფუძნებელი და ვოკალისტი (ბანი). საქართველოს დამსახურებული არტისტი (1967), სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, ტელეწამყვანი.

წლების განმავლობაში იყო „ქართული ხმების“, შემდეგ ანსამბლ „დიელოს“ წევრი. 18 წელი იმუშავა საქართველოს ტელევიზიაში. ითვლება, რომ მის სახელს უკავშირდება შოუმენის კულტურის დამკვიდრება საქართველოში[1]. 2014 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.[2] 2016 წლის 21 სექტემბერს, მომღერლის დაბადების დღეს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

გია ჭირაქაძე 79 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]