გზაზე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გზაზე


ჟანრი: რომანი
ავტორი: ჯეკ კერუაკი
მშობლიური ენა: ინგლისური
დაწ. ადგილი: აშშ
გამოცემულია: 5 სექტემბერი 1957

გზაზეჯეკ კერუაკის რომანი. რომანი რეკორდულად მცირე დროში, სამ კვირაშია დაწერილი და 1957 წელს გამოიცა. ამ დროისთვის ჯაზი, ბიბოპი უკვე წარსულს ბარდებოდა, პირველი თაობის ჰიპსტერები ასპარეზს ტოვებდნენ. წიგნი წინ უსწრებდა ჰიპების ცნობილ მოძრაობას.

ვიკიციტატა
„„გზაზე“ 1951 წლის გასაოცარ მაისის თვემდე სამი კვირით ადრე დავასრულე, როცა მანჰეტენზე ვცხოვრობდი, ლოუერ უესთ საიდზე, ჩელსის რაიონში, 100 ფუტის სიმაღლეზე… სწორედ აქ იქცა სიტყვად „გალეწილი თაობის“ სახე. დავწერე წიგნი და მას შემდეგ თან დავათრევდი, საუნივერსიტეტო ღრეობები იქნებოდა ეს თუ სხვა ველური თავყრილობა, სადაც პატარა ბიჭებს ვაბოლებდი ხოლმე, ძალზე მგრძნობიარე ახალგაზრდებს, რომლებიც ამ სიბინძურეში უკვე საბოლოოდ გამოთაყვანებულიყვნენ“
(ჯეკ კერუაკი)

რომანი, მიუხედავად კრიტიკოსთა ნეგატიური შეფასებებისა, საკულტო ნაწარმოებად იქცა მომდევნო თაობებისთვის. ის მეოცე საუკუნის 100 საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანის სიაშია შესული. 2012 წელს გამოვიდა მისი ეკრანიზაცია.

სიუჟეტი[რედაქტირება]

მთავარი გმირი, სალ ფარადაიზი (რომელიც კერუაკუს პროტოტიპია) 1947 წელს მოგზაურობას იწყებს. ამის მიზეზი მისი და მისი მეგობრების მოსაწყენი ცხოვრება ხდება. სალი მწერალია და სიახლის პოვნის სურვილით იწყებს ცხოვრებას გზაზე. მას ყელში ამოუვა თავისი გულგატეხილი ნიუ-იორკელი მეგობრების წიგნიდან ამოკითხული ფრაზები, პოლიტიკაზე ყაყანი, ფსიქოანალიტიკური ბოდვები და ცდილობს ახალ, რეალურ ცოდნას ეზიაროს. სწორედ ამ პერიოდში ხვდება იგი დინ მორიარტის (ნილ კესიდი), იბმება პირველი ძაფები და შემდეგ იწყება დიდი მოგზაურობა. სალისა და დინის ცხოვრება სრული სიგიჟეა. ისინი უმისამართოდ დაეხეტებიან და აღმერთებენ გზას, ჯაზს და ნარკოტიკებს. სალი ჯერ მარტო დაეხეტება, ხან ერთ მეგობართან ჩერდება, ხან მეორესთან, გზადაც იჩენს მეგობრებს, შემდეგ მას დინ მორიარტიც შემოვარდება თავისი „ჰადსონით“ და მოგზაურობა ახალ ეტაპზე გადადის. რომანში ბევრი პერსონაჟია, ბიტის კლასიკოსები - კარლო მარქსი, იგივე ალენ გინსბერგი, ბებერი ხარი - უილიამ ბეროუზი, ასევე ალან ანსენი, ლუსიენ კარი, ჯონ კლელონ ჰოლმსი და სხვები. ეს უმიზნო მეამბოხეები მთელ ამერიკაში მიდი-მოდიან, მოგზაურობენ ავტოსტოპით. მათი ცხოვრების სტილი ერთგვარი პროტესტია საზოგადოებაში არსებული მატერიალიზმის, ერთფეროვნებისა და ზედაპირულობისადმი.

მეგობრობის მიუხედავად, სალი და დინი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებიან. სალი მწერალია და წერს ყველგან და ყველაფერზე. დინი კი თავზეხელაღებული ბიტნიკია. როდესაც მეგობრები გრძნობენ რომ შეიცნეს დრო, ისწავლეს მისი შენელება და გზაზე სიარული, მათი მოგზაურობა მთავრდება. მოგზაურობის დასასრულს სალიც ისრულებს თავის სურვილს და ასრულებს რომანის წერას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=გზაზე&oldid=2630383“-დან