გეოიდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გეოიდის ტალღისებური რუკა

გეოიდი (ბერძნ. geoeidēs, < gē – დედამიწა და eidos – სახე) — დედამიწის საერთო სახის გამომხატველი წარმოდგენითი ფიგურა, რომელიც წარმოიქმნება, თუ მშვიდ მდგომარეობაში მყოფი მსოფლიო ოკეანისა და მასთან დაკავშირებული ზღვების საშუალო დონის მქონე ზედაპირს ხმელეთის ქვეშ ისე გავაგრძელებთ, რომ ამ ზედაპირის ყოველ წერტილში შვეული ნორმალს წარმოადგენდეს.

გეოიდის ზედაპირი ხასიათდება მთლიანობით, ამობურცულობითა და ჰორიზონტალურობით.

ტერმინი გეოიდი შემოიღეს 1873 წელს იოჰან ლისტინგის წინადადებით. გეოიდის ნამდვილი სახის დადგენაში დიდი ღვაწლი მიუძღვით ლაპლასს, სტოქსს, სლუდსკის, ბრუნსს, ჰელმერტს, პიცეტის, ვენინგ მეინესს და სხვ.

გეოიდის ზედაპირს ადგენენ მიახლოებით, დედამიწის აგებულების შესახებ არსებული წარმოდგენების გათვალისწინებით, და იყენებენ როგორც დამხმარე ზედაპირს დედამიწის ფიზიკურ ზედაპირზე მიღებულ განაზომთა რეფერენც-ელიფსოიდის ზედაპირზე რედუცირებისათვის და ორთომეტრიული სიმაღლეების ასათვლელად. ლისტინგის გეოიდის საყოველთაოდ დადგენა შეუძლებელია. ამიტომ ყოველი სახელმწიფო გეოიდის ზედაპირად იღებს მისი ტერიტორიისათვის გამოსადეგ დონებრივ ზედაპირს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]