გელერსენ-გორერსენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გელერსენ-გორერსენი
მდებარეობა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი, მთა ყარათეფე.
ისტორია
თარიღდება VII-IX სს.
გელერსენ-გორერსენი — აზერბაიჯანი
გელერსენ-გორერსენი
გელერსენ-გორერსენი ვიკისაწყობში

გელერსენ-გორერსენი (აზერ. Gələrsən-Görərsən) — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აზერბაიჯანში, მდინარე გიშისწყლის ნაპირას, ქალაქ შაქიდან დაახლოებით 4 კმ-ში, ყარათეფეს მთის წვერზე.[1][2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციხესიმაგრის მშენებლობა თარიღდება VII-IX საუკუნეებით. გელერსენ-გორერსენი გაამაგრეს საფუძვლიანად და გამოიყენებოდა თავდასაცავად. ციხის სახელი აზერბაიჯანულიდან ითარგმნება როგორც „მოვა-ნახავს“. მას უკავშირდება საინტერესო ეპიზოდი შაქის სახანოს ისტორიიდან. როდესაც, XVIII საუკუნეში, ირანის მმართველი ნადირ-შაჰი თავს დაესხა შაქის სახანოს, შაქის მმართველი აჯი-ჩალაბი გამაგრდა გელერსენ-გორერსენის ციხეში. როდესაც მას ნადირმა დანებება შესთავაზა, ხანმა უპასუხა: „მოხვალ და ნახავ“. განრისხებულმა შაჰმა, რომელიც არ ელოდა ამგვარ პასუხს, ციხის ძალით აღება გადაწყვიტა. 1744 წელს, ნადირ-შაჰი ციხეს დიდი ჯარით მოადგა, თუმცა მისი აღება ვერ მოახერხა და უკან დაიხია. მას მერე ეწოდა ციხესიმაგრეს დღევანდელი სახელწოდება.[3]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Шеки. Города Азербайджана“.
  2. „Traveling to Sheki“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04.
  3. „Шеки“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-27.