გედები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გედები

თეთრი გედები
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Cygnus

გედები (ლათ. Cygnus) — ფრინველთა გვარი იხვისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 180 სმ აღწევს, წონა 13 კგ. აქვთ გრძელი კისერი. კარგად ფრენენ და ცურავენ, ცუდად დადიან და ვერ ყვინთავენ. გვარში 7 სახეობაა. 5 სახეობა გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ამერიკაში; 1 სახეობა — შავი გედი, ავსტრალიასა და ტასმანიაში ბინადრობს. საქართველოში მხოლოდ მიმოფრენისას გვხვდება სისინა (ანუ წითელნისკარტა) გედი და მყივანი გედი.მონოგამები არიან. მამალი ეხმარება დედალ ბუდის შენებაში. დებენ 5-7 (12-მდე) კვერცხს. დედალი 35-40 დღის განმავლობაში კრუხობს. იკვებებიან მცენარეული საკვებით და წყლის უხერხემლო ცხოველებით. ზოგან სარეწაო მნიშვნელობა აქვს. გამოსადეგია გედების ბუმბული და ხორცი. სისინა გედს აშინაურებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]