განხილვა:საწნახელი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იმერეთში საწნხელი გამიგონია. ისედაც, პირადად მე ვიცი წნეხ(ვ)ა და არა წნახვა. საინტერესოა როგორაა ქეგლში.--Pirtskhalava 11:24, 2 ნოემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

საწნახელი - ქსე, ტომი მე-9. გვ.224. თბილისი 1985. —დათო 11:27, 2 ნოემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]
იქვეა აღნიშნული საწნახელის სახელები დიალექტებზე: ნავი, ხორგო, ხაპი, სარნა... საწნეხელი არ წერია :(. —დათო 11:29, 2 ნოემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]
ისე, მე პირადად საწნეხელი არ გამიგია არასდროს. —დათო 11:34, 2 ნოემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

იმიტომ რომ აღმოსავლეთში ცხოვრობ. --Pirtskhalava 18:07, 3 ნოემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

საინტერესო კითხვაა. საწნახელი კი არის სწორი ფორმა, მაგრამ ფუძე ნამდვილად წნეხვაა თუ რამე სხვა ძველი დავიწყებული სიტყვა? ა.

მაგ სიტყვა წნეხ-ისგან არის ნამდვილად ნაწარმოები. ინგლისურიდან შემოსული პრესსინგის ქართული ადეკვატი არის 'წნეხი'. --Pirtskhalava 11:29, 4 ნოემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

მე აქამდე მხოლოდ საწნხელი ვიცოდი, პირველად გავიგე საწნხელი. აი, ქართ.-ინგლ. ლექსიკონი რას გვეუბნება - საწნახელი, ხოლო ივანე ჯავახიშვილი თავის ნარკვევში წერს - საწნეხელი ანუ საწნახელი....--Rastrelli F 12:23, 4 ნოემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

საწნახელი (საწნახლისა) ყურძნის საწური დიდი, გრძელი ჭურჭელი ქვიტკირისა ან ხისა. ქეგლი გვ. 877, თბ., 1990, საწნეხი 1. სადაც წნეხენ რასმე. ჩაის საწნეხი საამქრო 2. რითაც წნეხენ. თივის საწნეხი მანქანა. ყურძნის საწნეხი დანადგარი. ქეგლ იქვე.--ცანგალა () 13:32, 4 ნოემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

საინტერესოა, მევენახეობა-მეღვინეობის ქართული ტერმინოლოგიის ლექსიკონი თუ არსებობს? თუ ასეთი წიგნი არსებობს, შეიძლებოდა ამ ტერმინების კიკიში შემოტანა და სტატიებად გადამუშავება. თქვენ რას იტყვით? --Pirtskhalava 21:48, 4 ნოემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]