ტერმინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტერმინი (გვიანდ. ლათ.terminus - ტერმინი < ლათ. terminus - ზღვარი, საზღვარი).

1. სიტყვა (ან შესიტყვება), რომელსაც იყენებენ რომელიმე სპეციალური დარგის ცნების ან სპეციალური საგნის აღსანიშნავად. ამა თუ იმ ენაში ტერმინი შეიძლება იყოს ნასესხები ან კალკირებული საერთაშორისო სიტყვა (მაგ. ქართული გრამატიკის ტერმინებიდან "სუბიექტი" ნასესხებია, "ქვემდებარე" - კალკირებული). ტერმინი შეიძლება საგანგებოდ შეიქმნას (მაგ. "თურმეობითი") ან კიდევ არსებული, ჩვეულებრივ სახმარი სიტყვა გამოყენებულ იქნეს ტერმინად (მაგ. "ბრუნვა").

2. ლოგიკაში იგივეა, რაც ტერმი - ფორმალური ენის ისეთი გამოსახულება, რომელიც აღნიშნავს ან რომელსაც შეუძლია აღნიშნოს საგანი. არისტოტელეს სილოგისტიკასა და ტრადიციულ ლოგიკაში ტერმინი ეწოდება მსჯელობისა და და დასკვნის ( სილოგიზმის) იმ შემადგენელ ნაწილებს, რომლებიც აღნიშნავენ საგანთა თვისებებს ან კლასებს. მაგ. მსჯელობაში "ყველა ადამიანი არის მოკვდავი არსება" - "ადამიანი" და "მოკვდავი არსება" ტერმინებია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 9, გვ. 698, თბ., 1985