განხილვა:ბანგლადეშის ოლქები

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

@Fiqriasidamonize: ინგლისურ სიტყვას District აქვს ქართული შესატყვისობა, რომელიც არის — რაიონი ან ოლქი, ამიტომ რა საჭიროა ბარბარიზმის შემოღება? გადახედეთ სხვა ქვეყნების ადმინისტრაციულ დაყოფას, ყველგან ქართული შესატყვისითაა შემოტანილი. შესაბამისად სტატიის სახელწოდება უნდა იყოს ბანგლადეშის რაიონები ან ბანგლადეშის ოლქები. დისტრიქტი კი წასაშლელია. --Mehman 97 16:46, 2 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

ამ შემთხვევაში, ოლქია მართებული, ჩემი აზრით. -- UndDerDie 18:31, 2 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

იცით, კი ბატონო, მაგრამ აი, როცა დავწერე სიტყვა უპაზილა, მკითხეს რა იყო - მივუთითე და ვიფიქრე, რომ იგივე სჭირდებოდა დისტრიქტებს და დივიზიონებს. სხვათა შორის ეგ დისტრიქტი, მხოლოდ ბანგლადეშის სტატიებში არ შემხვდრია - სხვა ქვეყნებშიც აღმოვაჩინე. როგორც ჩანს, მიღებული სიტყვაა აზიის ზოგიერთ ქვეყანაში. შესაძლოა, ცოტა სხვანაირად უნდა დამეწერა და ვერ გამომივიდა. წაშლა არ მინდა. რატომ უნდა წაიშალოს? ხომ არის მაგალითად აქვე განმარტებული საგრაფო, მარკა. იყოს უპაზილა და დისტრიქტიც, ამით რა დაშავდება? --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 19:08, 3 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

დისტრიქტი ინგლისური სიტყვაა და რა თქმა უნდა შეგხვდებათ ინგლისურში, ისევე, როგორც რაიონი შეგხვდებათ რუსულში, მუნიციპალიტეტი ქართულში, ილჩე თურქულში და ა.შ. ვინაიდან ინგლისურში, რომ წერია დისტრიქტს ოფ ბანგლადეშ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართულშიც ესე უნდა იყოს და არც ბანგლადეშისთვისაა ეს სიტყვა მშობლიური, ეს არის ჩვეულებრივი ინგლისური სიტყვა და მეტი არაფერი. ვიმეორებ, ინგლისურ სიტყვას District აქვს ქართული შესატყვისობა, რომელიც არის — რაიონი ან ოლქი, შესაბამისად სტატიის სახელწოდება უნდა იყოს ბანგლადეშის რაიონები ან ბანგლადეშის ოლქები. --Mehman 97 19:44, 3 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

მაშინ, იქნებ ერთი საერთო სტატია გავაკეთოთ მაგ: ადმინისტრაციული სახელწოდებანი; ან რაღაცა ამგვარი, სადაც იქნება ყველა ენაზე არსებული სახელწოდებების ჩამონათვალი. მე პირადად ინგლისური არ ვიცი. რა თქმა უნდა ვერ გავიგებდი სიტყვის მნიშვნელობას. შესაბამისად, ძლივს მივხვდი რა შეიძლება ყოფილიყო უპაზილა და დისტრიქტი. და ჩემნაირი ადამიანი რამდენია? --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 06:00, 5 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

ჩემი აზრით არ არის საჭირო ასეთი გვერდის გაკეთება, რადგან არსებობს სხვადასხვა ლექსიკონები, როგორიცაა მაგალითად საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ლექსიკონი, სადაც შეგიძლიათ მოძებნოთ ნებისმიერი უცხო სიტყვა, ან გამოიყენეთ გუგლ თარჯიმანი (იგივე ტრანსლეიტი). --Mehman 97 10:10, 5 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

ჩემი აზრით კი, ნახევარი საქართველო ვერ მოძებნის, ან არ მოძებნის მაგ სიტყვას „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ლექსიკონში“ და ვიკიპედიაში ძებნა კიდევ პატარა ბავშვმაც იცის უკვე. აი ამიტომ მიმაჩნია, რომ არ უნდა წაიშალოს. და კიდევ, მაგ პრინციპით თუ მივუდგებით, რომ სადღაც სხვაგანაც შეიძლება მოიძებნოს განმარტებები, მაშინ რა საჭიროა, რომ ვწერთ „სულთან სულეიმანი“, ან „შაჰ აბასი“, „საემირო“, „სასულთნო“ და ა.შ.? ამოვიღოთ ყველაფერი და დავწეროთ მათი ქართული შესატყვისები - „მეფე სულეიმანი“, ან „მეფე აბასი“ ან „საემიროს“ ნაცვლად დავწეროთ „სათავადო“, „საერისთავო“ ან რაღაცა ამაგვარი. სწორი იქნება? ქართული ან საერთაშორისო შესატყვისები ხომ გვაქვს, რატომ არ ვწერთ მაშინ? აი, კიდევ ამიტომ მიმაჩნია, რომ არ უნდა წაიშალოს ეს სტატია. და საერთოდ, არცერთი სტატია არ უნდა წაიშალოს, თუ გაუმართავი, მოუწესრიგებელი და შემარცხვენელი არ არის. გამოდის, რომ რაც ვიშრომე წყალში უნდა ჩამიყაროთ და ამით მოტივაცია დამიკარგოთ. არის რამე შემარცხვენელი და უზნეო აქ? თუ არ არის, მაშინ იყოს, რას გიშავებთ?! --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 18:25, 9 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

დავიწყოთ იქიდან, რომ „სულთან სულეიმანი“-ს და „შაჰ აბასი“-ს შესახებ სტატიები თქვენ როგორც დაწერეთ ეგრე არ არის ქართულ ვიკიპედიაში, ჯერ გადაამოწმეთ და მერე დაწერეთ. მე ზემოთ გარკვევით დავწერე, რომ ინგლისურ სიტყვას District აქვს ქართული შესატყვისობა, რომელიც არის — რაიონი ან ოლქი. სად ნახეთ, რომ დისტრიქტით შეგვაქ სტატია ვიკიში? რომელი ქვეყნის ადმინისტრაციულ დაყოფაში? არ არის საჭირო ბარბარიზმის შემოტანა და გაუგებარი სახელწოდებების მიწებება. ინგლისურიდან პირდაპირი მნიშვნელობით შემოტანა არ არის მიზანშეწონილი. როგორც ხედავთ არც ინგლისელებს აქვთ შემოტანილი სტატია ბანგლადეშური სახელწოდებით, ასე რომ იყოს იქნებოდა ასე — বাংলাদেশের জেলাসমূহ, მაშინ მოდით საერთოდ ამაზე გადავიტანოთ. კარგი აზრია? სულ მთლად ორიგინალში იქნება. ეს არის ელემენტალური რაღაცა და ამაზე დავაც კი ზედმეტია. რაც შეეხება თქვენს რეპლიკას შრომის წყალში ჩაყრაზე, არავისი შრომის წყალში ჩაყრას არ ვაპირებთ, აქ ელემენტალურად სტატიის სხვა სახელწოდებაზე გადატანაზე ვმსჯელობთ და არა სტატიის წაშლაზე. --Mehman 97 19:28, 9 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

საკმარისია. დანარჩენი თქვენ იცოდეთ. ისე მოიქეცით, როგორც საჭიროდ ჩათვლით. --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 11:22, 15 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

დისტრიქტი — ქართლი ენის განმარტებით ლექსიკონში არ არის. ამით იმის თქმა მსურს, რომ ქართულ სალიტერატურო ენაში არ არის დამკვიდრებული (ქართული ვიკიპედია ახალ სიტყვებს არ ამკვიდრებს), რადგან გვაქვს ქართული შესატყვისი ოლქი ან მხარე, ხოლო აქ დასახელებულ ჩამონათვალში ვიკიპედიაში გვაქვს განმარტებები, მაგრამ ეს ყველა სიტყვა არის ქართულ სალიტერატურო ენაში დამკვიდრებული. მაგ. რაჯა — ქსე, ტ. 8, გვ. 315. თბ.1984 ეს იგივეა, რომ ქართულ ქართულ ვიკიპედიაში დავწეროთ ძირითადი სტატია პოლი, ლუსტრა, კალბასი, სპიჩკა. --ცანგალა 12:38, 15 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

ნუ აქ უკვე საუბარიც კი ზედმეტია, ნათელია, რაც უნდა გაკეთდეს. --Mehman 97 20:50, 15 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

ბოლოს და ბოლოს რას ვშვებით ამ სტატიაზე? მე ვეთანხმები მეჰმანის და ცანგალას მოსაზრებას. --ჯაბა 1977 21:14, 25 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

ჯამში სტატიის სახელწოდება უნდა ბანგლადეშის ოლქები. მიმდინარე სახელწოდება მიუღებელია: 1) დისტრიქტი არის ინგლისური სახელწოდება და ქართულად არის რაიონი ან ოლქი; 2) თვით დისტრიქტი ზოგადია და ბანგლადეში შემთქვევაში უნდა მასზე მიბმული (როგორც სხვა ენებშია). ანუ მე ისევ ვუჭერ მხარს გადატანას და ალტერნატიული არგუმენტული მოსაზრეობა ვერ ვნახე აქ. პ.ს. ამ ლოგიკით მაშინ რუსეთის ობლასტებიც უნდა იყო ობლასტი? --Mehman 97 21:19, 25 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

წესების მიხედვით გადასატანია. --ჯაბა 1977 13:57, 26 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

Green tickY გადატანა შესრულდა --Mehman 97 14:27, 26 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]