გაერთიანება 90/მწვანეები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

Bündnis 90/Die Grünen
გაერთიანება 90/მწვანეები

Bündnis 90/Die Grünen გაერთიანება 90/მწვანეები
ლიდერი კლაუდია როტი,
ჯემ ოზდემირი
დაფუძნდა 1979 (მწვანეები)
1993 (გაერთიანდა გაერთიანება 90–სთან)
იდეოლოგია მწვანე პოლიტიკა
ევროპული აკრედიტაცია ევროპის მწვანეთა პარტია
საერთაშორისო აკრედიტაცია გლობალური მწვანეები
ფერები მწვანე
შტაბ-ბინა Platz vor dem Neuen Tor 1 10115 ბერლინი
ბუნდესტაგი
68 / 622
რეგიონული პარლამენტები
241 / 1,859
ევროპარლამენტი
14 / 99
www.gruene.de

გაერთიანება 90/მწვანეები (გერმ. Bündnis 90/Die Grünen) – გერმანიის ერთ–ერთ ყველაზე გავლენიან პარტია. „მწვანეები“ პირველად ხელისუფლების სათავეში XX-XXI საუკუნეთა მიჯნაზე მოვიდნენ იოშკა ფიშერის მეთაურობით, სოციალ–დემოკრატებთან ერთად. ამჟამად, პარტიას სათავეში უდგას ცნობილი პოლიტიკოსი, ბუნდესტაგის მრავალგზის წევრი კლაუდია როტი. პარტიას ბუნდესტაგში 68 წარმომადგენელი ჰყავს.

მწვანეები წარმოდგენილნი არიან გერმანიის ყველაზე მდიდარი და შეძლებული მხარეების მთავრობებში (ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალია, რაინლანდ-პფალცი და ა.შ). 2011 წელს პარტიამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია რეგიონულ არჩევნებში. ბადენ-ვიურტემბერგში ისტორიაში პირველად გერმანიის ფედერალური მხარის მინისტრ–პრეზიდენტად აირჩიეს, არა სოციალ–დემოკრატიული ან ქრისტიან დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, არამედ მწვანეთა პარტიის წევრი ვინფრიდ კრეჩმანი. მწვანეთა პარტიას 60000–მდე წევრი ჰჰყავს. მასთან დაახლოვებულ ორგანიზაციად ჰაინრიხ ბიოლის ფონდს მიიჩნევენ.

რესურსები [რედაქტირება]