გაგრის ბატალიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გაგრის ბატალიონისაქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის გაგრის N 55090 ბატალიონი.

ბატალიონი მოხალისეების დონეზე რეალურად შეიქმნა 1992 წლის 2–5 ოქტომბერს გაგრის აღების შემდეგ,[1] მაგრამ ოფიციალურად გაფორმდა საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მინისტრის 1993 წლის 20 იანვრის ბრძანებით.

შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაგრის ბატალიონის შექმნის ინიციატორები იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი, საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატი ბორის კაკუბავა, მალხაზ პატარაია და დავით ლაცუზბაია. ბატალიონის ძირითადი ბირთვი შედგებოდა გაგრელი და სოხუმელი („ბესლეთის სახალხო ლაშქრის“) მებრძოლებისაგან. მასში აგრეთვე გაერთიანებული იყვნენ გაგრაში 1992 წლის სექტემბერ–ოქტომბერში მებრძოლი ბატალიონ „ავაზას“ ოცეული და ყოფილი „ავღანელები“.[2]

სამხედრო ოპერაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაგრის ბატალიონი ძირითადად სოხუმის მისადგომებთან, გუმისთის ფრონტზე, იბრძოდა. განსაკუთრებულად თავი გამოიჩინა 1993 წლის 15–18 მარტის სოხუმისთვის გამართულ ბრძოლებში. მონაწილეობდა ოჩამჩირის რაიონში ჩატარებულ სამხედრო ოპერაციებში (სოფ. კინდღი). სოხუმის დაცემის შემდეგ ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ უკან დაიხია კოდორის (დალის) ხეობის მიმართულებით, სადაც ოქტომბრის ბოლომდე იმყოფებოდა სხვა ქართულ შენაერთებთან ერთად და პოზიციებს ამაგრებდა. ბატალიონის მეომრები დაჯილდოებულნი არიან სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვახტანგ ყოლბაია, დავით ლაცუზბაია, რაფიელ გელანტია, თეიმურაზ ჭახრაკია. აფხაზეთის ლაბირინთი. თბილისი, 1999.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დავით ლაცუზბაია, ვახტანგ ყოლბაია, რაფიელ გელანტია, თეიმურაზ ჭახრაკია. აფხაზეთის ლაბირინთი დაარქივებული 2011-07-24 საიტზე Wayback Machine. , გვ. 131–132 – თბილისი, 1999.
  2. http://www.offline.ge/other/26258-bbbbbbbbb-bjobbbbbbbbbbb-bbbbbbbbb-1992-93.html[მკვდარი ბმული]