ბჰაგალპური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
ბჰაგალპური
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
კოორდინატები 25°15′00″ ჩ. გ. 87°01′00″ ა. გ. / 25.25000° ჩ. გ. 87.01667° ა. გ. / 25.25000; 87.01667
ფართობი 342 კმ²
ცენტრის სიმაღლე 52±1 მეტრი
მოსახლეობა 410 210
სასაათო სარტყელი UTC+05:30
ბჰაგალპური — ინდოეთი
ბჰაგალპური

ბჰაგალპური (ინგლ. Bhagalpur; ისტორიულად ცნობილი როგორც ჩამპა-ნაგრი) ― ქალაქი ინდოეთის შტატ ბიჰარში. მდებარეობს მდინარე განგის სამხრეთ ნაპირზე. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, მესამე ადგილზეა ბიჰარის ქალაქებს შორის. ამავე სახელწოდების მქონე რაიონისა და დანაყოფის ადმინისტრაციული ცენტრი. ბჰაგალპური ცნობილია აბრეშუმით. ერთ-ერთია გონიერი ქალაქების მისიის ფარგლებში შერჩეულ ქალაქებს შორის. იგი ბიჰარის ერთადერთი რაიონია დედაქალაქ პატნის გარდა, სადაც სამი მთავარი საგანმანათლებლო ინსტიტუტი მდებარეობს: საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდური ინსტიტუტი, ტილკა მაჯჰის ბჰაგალპურის უნივერსიტეტი და ბიჰარის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტი. ქალაქს ბიჰარის რკინიგზის სადგური ემსახურება. ქალაქის ირგვლივ მდინარეში სამხრეთ-აზიური მდინარის დელფინი (ინდოეთის წყლის ეროვნული ცხოველი) ბინადრობს. ქალაქის მახლობლად ვიკრამშილის სამხრეთ-აზიური მდინარის დელფინის თავშესაფარი მდებარეობს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბჰაგალპურის საზღვარს რამდენიმე მდინარე კვეთს. მათ შორისაა: განგი ― ინდოეთის ყველაზე წმინდა მდინარე; კოში ― ასევე ცნობილი როგორც „ბიჰარის მწუხარება“, მთავარი მდინარე, რომელიც ბჰაგალპურის მახლობლად მოედინება; გჰაგჰარა ― ასევე ცნობილი როგორც მდინარე კარმალი; განდაკი ― სხვაგვრად ცნობილი როგორც ნარაიანი. მიედინება ბიჰარის ტერიტორიაზე, მათ შორის, ბჰაგალპურშიც; სონე ― მდინარე განგის შენაკადი; კუილი ― ბჰაგალპურის რაიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდინარე.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბჰაგალპურში მდებარეობს ინდური მარაბუს (Leptoptilos dubius), წეროსებრთა ოჯახის წარმომადგენლის, გადარჩენისა და რეაბილიტაციის ტერიტორია. ინდური ბარაბუ მითიურ ფრინველ გარუდასთანაა ასოცირებული. დინების, დაბინძურებისა და ხელყოფის, ასევე, ნადირობისა და კვერცის შემგროვებლობის გამო, ფრინველი ბუდობის ჰაბიტატსა და კვების ტერიტორიას კარგავს, რაც ამ სახეობის პოპულაციის მასობრივ კლებას იწვევს. გარუდა, ბამბის ხეზე ბუდობისა და შეწყვილების დროს, პირველად 2007 წელს შენიშნეს განგა-დიარის ტერიტორიის სოფლის მახლობლად. 2006 წლის მაისში 42 ფრინველი შეამჩნიეს. მანამდე ეს სახეობა შეწყვილების დროს ბიჰარის ტერიტორიაზე არ იყო შემჩნეული. 4 წლის შემდეგ გადაშენების პირას მყოფმა ამ ფრინველებმა ბჰაგალპურის რაიონში ბუდობა და შეჯვარება დაიწყეს. მათი რაოდენობა 78-დან 500-მდე გაიზარდა. ბჰაგალპური ერთ-ერთია სამ ადგილს შორის, სადაც გარუდები ბინადრობენ: დანარჩენი ასამის შტატი და კამბოჯაა. 2004 წელს ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა ინდური მარაბუ საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობებს მიაკუთვნა.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კალი პუჯა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალი კალი პუჯაა. პუჯას შემდეგ პროცესია იმდენად ხანგრძლივია, რომ მურტი ბისარჯანის დიდი ფაზის შესასრულებლად 36 საათია საჭირო. კალი პუჯას კულტურული მნიშვნელობა აქვს ანგის რეგიონისთვის. პროცესია ქალაქის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობაა.

ბუდანათჰის ტაძარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამ აკრძე გაშლილი ბუდანათჰის ტაძარი უტარვაჰინი განგის (მოედინება სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ) ნაპირებზე მდებარეობს. იგი რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთი უძველესი ტაძარია და მთელი წლის მანძილზე მომლოცველთა უამრავ ნაკადს იღებს. ქალაქიდან დაახლოებით 20 წუთის სავალზე მდებარეობს.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის აღწერის მიხედვით, ბჰაგალპურის ურბანული აგლომერაციის მოსახლეობა 410 210 ადამიანს შეადგენს: 218 284 კაცი და 191 926 ქალი. ურბანული მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ბჰაგალპური მესამე ადგილზეა ბიჰარის მასშტაბით. 55 898 ადამიანი 6 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება. მოსახლეობის წერა-კითხვის ეფექტური მაჩვენებელი 80.76%-ია. მამაკაცების წერა-კითხვის ცოდნის დონე 84.95%-ს უდრის, ხოლო ქალების ― 75.95%-ს.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბჰაგალპურში არაერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მდებარეობს, მათ შორის: საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდური ინსტიტუტი, ბიჰარის სოფლის მეურნეობის ნივერსიტეტი, ჯავაჰარლალ ნერუს სამედიცინო კოლეჯი და ჰოსპიტალი, ილკა მანჯჰის ბჰაგალპურის უნივერსიტეტი, პეტროქიმიური ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ცენტრალური ინსტიტუტი, პროგრამული უზრუნველყოფის ტექნოლოგიების პარკი, ვიკრამაშილის ცცენტრალური უნივერსიტეტი, ბჰაგალპურის ინჟინერიის კოლეჯი, მარვარის კოლეჯი და სხვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]