ბრუკლინის ხიდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბრუკლინის ხიდი.
ბრუკლინის ხიდი 1890 წელს, გახსნიდან შვიდ წელიწადში.

ბრუკლინის ხიდი (ინგლ. The Brooklyn Bridge; თავდაპირველად ნიუ-იორკ - ბრუკლინის ხიდი) ერთ-ერთი უძველესი დაკიდული ხიდია აშშ-ში და გადაჭიმულია 1.834 მ-ით მდინარე ისტზე მანჰეტენსა და ბრუკლინს შორის. მშენებლობის დასრულების ჟამს ის იყო უდიდესი დაკიდული ხიდი მსოფლიოში და ასევე პირველი ლითონის ბაგირებით დაკიდული ხიდი.

მშენებლობა დაიწყო 1869 წელს. ბრუკლინის ხიდი დასრულებულ იქნა 14 წლის შემდეგ და გაიხსნა 1883 წლის 24 მაისს. პირველ დღეს მასზე 1800 მანქანამ და 150.300 ადამიანმა გადაიარა. ხიდის მთავარი ნაწილის სიგრძე მდინარე ისტზე 486 მეტრია. ხიდის მშენებლობა $18 მილიონი დაჯდა და მასზე მუშაობისას დაახ. 27 ადამიანი დაიღუბა. გახსნიდან ერთ კვირაში, 30 მაისს, გავრცელებულმა ჭორმა ხიდის ჩავარდნის შესახებ მასზე მყოფ ადამიანთა შორის პანიკა გამოიწვია და შეხლა-შემოხლის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.

გახსნის მომენტში ეს ხიდი ყველაზე გრძელი იყო მსოფლიოში და მას შემდეგ იგი ქალაქის ერთ-ერთ უმთავრეს ღირსშესანიშნაობად იქცა. 1980-იანი წლებიდან ხიდის ქვეშ ღამის განათება დამონტაჟდა მისი არქიტექტურული თვისებების გამოსაჩენად. არქიტექტურული სტილი გოთურია, დამახასიათებელი წაწვეტებული არკებით ქვის კოშკებში გასასვლელების თავზე.

ხიდის პროექტი ეკუთვნის არქიტექტურულ ფირმას, რომლის მფლობელი ჯონ აუგუსტუს როულინგი იყო ტრენტონიდან, ნიუ-ჯერსი. როულინგმა საკუთარ ფირმასთან ერთად მანამდე რამდენიმე მცირე ზომის დაკუდული ხიდი ააგო (ცინცინატიში, ოჰაიო და ვაკოში, ტექსასი) რომელიც ბრუკლინის ხიდის საინჟინრო პროტოტიპები იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Haw, Richard (2005). The Brooklyn Bridge: A Cultural History. New Brunswick: Rutgers University Press. ISBN 0-8135-3587-5. 
  • Haw, Richard (2008). Art of the Brooklyn Bridge: A Visual History. New York: Routledge. ISBN 0-415-95386-3. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: