ბრიჰადეშვარას ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტაძრის წინა ფასადი.

ბრიჰადეშვარას ტაძარი, ასევე ბრიჰადეესვარარის ტაძარი (ტამილური: பிருஹதீஸ்வரர் கோவில்) — X საუკუნის ინდუისტური ტაძარი თანჯავურთან, ტამილნადუს შტატში, ინდოეთი; დრავიდული სტილის ტაძრების არქიტექტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუში; იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ცენტრალური ტაძარი პერია კოვილი (დიდი ტაძარი) გალავნის შეგნით დგას, ამ უკანასკნელის კედლები მოგვიანებით, XVI საუკუნეში დაამატეს. სახელი მომდინარეობს ძველი "პერია აავუდაიარ კოვილ"-ისგან, რაც მეფე შივას დიდ ტაძარს ნიშნავს ადგილობრივ დიალექტზე. ტაძრის ვიმანა (მთავარი კოშკი) 70 მ-ია სიმაღლეში და ინდუისტურ ტაძრებში ყველაზე მაღალია. კოშკი იმგვარად არის ნაგები, რომ მისგან ჩრდილი არასდროს დაეცეს მიწას შუადღეს წლის ნებისმიერ დროს.როდესაც, მეფე შივა გარდაიცვალა ბრიჰადეშვარას ტაძარი, მით უფრო განსაკუთრებულად გამოირჩეოდა, და შივას სახელს ატარებდა...