პიკო-და-ბანდეირა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პიკო-და-ბანდეირა

პიკო-და-ბანდეირა

კოორდინატები: 20°26′07″ ს. გ. 41°47′47″ დ. გ. / 20.43528° ს. გ. 41.79639° დ. გ. / -20.43528; -41.79639

მდებარეობა ბრაზილიის დროშა ბრაზილია
სიმაღლე 2 892

პიკო-და-ბანდეირა მდებარეობა ბრაზილია

Mountain sign.svg
Pico da Bandeira desfiladeiro.jpg

პიკო-და-ბანდეირა (პორტ. Pico da Bandeira; ქართ. დროშის მწვერვალი) — მესამე უმაღლესი მწვერვალი ბრაზილიაში, მდებარეობს ესპირიტუ-სანტუსა და მინას-ჟერაისის შტატების საზღვრის სიახლოვეს. იგი ორივე შტატის უმაღლესი წერტილია. 1950-იან წლებამდე იგი ბრაზილიის უმაღლეს მწვერვალად მიიჩნეოდა, სანამ გამოიკვლევდნენ და გაზომავდნენ ვენესუელის საზღვრის სიახლოვეს მდებარე პიკო-და-ნებლინის მთას. სახელი პიკო-და-ბანდეირა „დროშის მწვერვალს“ ნიშნავს და მას შემდეგ დაერქვა, რაც იმპერატორმა პედრუ II-მ მის მწვერვალზე დროშის აღმართვა ბრძანა.

მთა კაპარაოს ეროვნული პარკის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა და მისაღწევია ახლომდებარე ქალაქ ალტუ-კაპარაოდან. ეს ქალაქი და პარკის შესასვლელი მინას-ჟერაისის შტატში მდებარეობს, თვითონ პიკო-და-ბანდეირა კი ესპირიტუ-სანტუს ტერიტორიაზე.

მწვერვალზე ასვლა საკმაოდ მარტივია და შესაძლებელია ავტომობილითაც.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]