ბოხმეჭა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბოხმეჭა
Anguis fragilis (curled up).jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ქვეწარმავლები
ოჯახი: ბოხმეჭასებრნი
ლათინური სახელი
Anguis fragilis

ბოხმეჭა, მყვრელი (ლათ. Anguis fragilis) — უფეხო ხვლიკი ბოხმეჭასებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 60 სმ აღწევს. ზურგის მხარე მურა-ყავისფერია, მუცლისა — მოშავო. გავრცელებულია მთელ ევროპაში, კავკასიაში, დასავლეთ ციმბირში, მცირე აზიაში, ჩრდილოეთ ირანსა და ალჟირში. საქართველოში თითქმის ყველგანაა. უფრო ტყეებში ცხოვრობს. ცოცხლადმშობია. იკვებება მწერებით, მრავალფეხიანებით, ლოკოკინებით. მავნებლების განადგურებით მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება]