ბოხმეჭასებრნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ბოხმეჭასებრნი | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
|
||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Anguidae | ||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||
|
|
ბოხმეჭასებრნი (Anguidae), ქვეწარმავლების ოჯახი ხვლიკისნაირთა ქვერიგისა. ზოგიერთ სახეობას ხვლიკებისათვის დამახასიათებელი აგებულება აქვს, ზოგს — გველისებრი, ზოგს კი მეტად პატარა, განუვითარებელი კიდურები და მეტ-ნაკლებად წაგრძელებული სხეული. ენა ორკაპა აქვთ, ქუთუთოები კარგად განვითარებული და მოძრავი. ცნობილია 7 გვარის 60-მდე სახეობა. უმეტესად გავრცელებულია სამხრეთ ამერიკაში. საყურადღებოა ალიგატორისებრი ხვლიკის ანუ გერონოტის (Gerrhonotus) გვარი, რომლის წარმომადგენლებს კარგად განვითარებული კიდურები აქვთ. გვხვდებიან ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში 2 გვარია — ბოხმეჭა (Anguis fragilis) და გველხოკერა (Ophisaurus apodus), რომლებიც თითო სახეობით არიან წარმოდგენილი.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 2, გვ. 496, თბ., 1977
სტატიის