ბოსტნის წალიკა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ბოსტნის წალიკა (Polygonum persicaria), ერთწლოვანი მცენარე მატიტელასებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილსა და ჩრდილოეთ ამერიკაში. გვხვდება აგრეთვე საქართველოშიც. იზრდება მდინარეებისა და ტბების ნაპირებზე, მდელოებზე. იყენებენ ხალხურ მედიცინაში, კერძოდ, ბუასილის სამკურნალოდ.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 483, თბ., 1977 წელი.