ბოლოლაყუჩიანები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ბოლოლაყუჩიანები | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Opisthobranchia | ||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||
|
|
ბოლოლაყუჩიანები (Opisthobranchia), მუცელფეხიანი მოლუსკების ქვეკლასი. უმრავლესობის ნიჟარა რედუცირებულია. სუნთქვის ორგანო დანაოჭებული ქტენიდიუმია (ნამდვილი ლაყუჩი), რომელიც ხშირად რედუცურებულია და სუნთქვის ფუნქციას კანის სპეციალური გამონაზარდები (მეორეული ლაყუჩები) ან სხეულის მთელი ზედაპირი ასრულებს. ბოლოლაყუჩიანები სარეწაო ცხოველების (ზოგი ვეშაპისნაირის) საკვებს წარმოადგენენ, რითაც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ზღვის ნივთიერებათა ბრუნვაში.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 455, თბ., 1977 წელი.