კონდორი (ფრინველი)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| კონდორი | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Vultur gryphus | ||
| დაცვის სტატუსი | ||
კონდორი (Vultur gryphus) ფრინველი ამერიკულ სვავისებრთა ოჯახისა. მტაცებელ ფრინველთა შორის ტანად ყველაზე დიდია. სხეულის სიგრძე 115 სმ აღწევს, ხოლო ფრთების შლილი 275 სმ-ია. საერთოდ შავი შეფერილობა აქვს. კონდორი გავრცელებულია ანდებში (კოლუმბიიდან ცეცხლოვან მიწამდე), ზოგრჯერ 5000 მ-ის ზევითაც. ბუდობს მიუვალ კლდეებზე. დებს 1-2 კვერცხს. ინკუბაცია 55 დღემდე გრძელდება. ძირითადად ლეშით იკვებება, იშვიათად თავს ესხმის ავადმყოფ და დაუძლურებულ ცხოველებსაც. კონდორი გამოსახულია ჩილეს ეროვნული არმიის ჯარისკაცთა სამოსზე.
სტატიის