ბობ კროსბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბობ კროსბი

კროსბი 1953 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჯორჯ რობერტ კროსბი
დაბ. თარიღი 23 აგვისტო, 1913
დაბ. ადგილი სპოკანი, ვაშინგტონი, აშშ
გარდ. თარიღი 9 მარტი, 1993 (79 წლის)
გარდ. ადგილი ლა-ხოლია, კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი სვინგი, ბიგ-ბენდი, დიქსილენდი
საქმიანობა მუსიკოსი
აქტიური 1931–1960-იანები
ბობ კროსბი ვიკისაწყობში

ჯორჯ რობერტ კროსბი (ინგლ. George Robert Crosby; დ. 23 აგვისტო, 1913 — გ. 9 მარტი, 1993) — ამერიკელი ჯაზის მომღერალი, მსახიობი და რადიოწამყვანი, რომლის მუსიკა ძირითადად მოიცავდა ბიგ-ბენდის სვინგის და დიქსილენდის ჟანრებს.

კროსბი დაიბადა 1913 წლის 23 აგვისტოს, სპოკანში, ვაშინგტონის შტატი,[1] ჰარი კროსბისა და კეთრინ ჰერიგანის ოჯახში. კროსბიმ მუსიკალური კარიერა დაიწყო 1931 წელს, როდესაც შეუერთდა მუსიკალურ ჯგუფ Rhythm Boys-ს. 1960 წლის 8 თებერვალს, ჰოლივუდის დიდების ხეივანში გაიხსნა ბობ კროსბის ვარსკვლავი.[2]

1993 წლის 9 მარტს, ლა-ხოლიაში (კალიფორნია) კროსბი 79 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა.[3]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Leo Walker: The Big Band Almanac. Ward Ritchie, Pasadena 1978.
  • George T. Simon: The Big Bands. Vorwort von Frank Sinatra. 4. Auflage. Schirmer, New York und Macmillan, London 1981, S. 131–139.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Yanow, Scott Swing (en). Hal Leonard Corporation, გვ. 37-39. ISBN 9781617744761. ციტირების თარიღი: 23 March 2017. 
  2. Bob Crosby. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 მარტი, 2017. ციტირების თარიღი: 23 მარტი, 2017.
  3. New York Times (10 მარტი, 1993): Obituary: Bob Crosby