ბლეკპული

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბლეკპული (ინგლ. Blackpool, გამოითქმის /ˈblækpuːl/), ზღვისპირა ქალაქი ლანკაშირში, ინგლისი, ირლანდიის ზღვის სანაპიროზე, 142.900 მცხოვრებით და სიდიდით მეოთხე დასახლებაა ჩრდილო-დასავლეთ ინგლისში მანჩესტერის, ლივერპულისა და უორინგტონის შემდეგ. მდებარეობს 64 კმ-ში მანჩესტერიდან.

ქალაქი განთქმული კურორტი გახდა XIX საუკუნეში. ის ასევე პირველი ელექტროფიცირებული ქალაქი იყო დიდ ბრიტანეთში და ერთ-ერთი პირველი ქალაქთაგანი ელექტროტრამვაებით (1885 წლიდან), რომელიც ასევე ერთადერთი ქალაქია ამ ქვეყანაში, სადაც ტრანსპორტის ეს სახე პირვანდელი სახით არის შენარჩუნებული.

მაისის ბოლოს ქალაქში ტარდება ბლეკპულის საცეკვაო ფესტივალი. სექტემბერში უკვე საუკუნეზე მეტია ტარდება სინათლის ფესტივალი Blackpool Illuminations. ქალაქში ასევე საუკუნეზე მეტია დგას ეიფელის კოშკის შემცირებული ასლი.