ბიჟბულიაკის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბიჟბულიაკის რაიონი
Бижбулякский район
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადმ. ცენტრი ბიჟბულიაკი[1]
კოორდინატები 53°41′28″ ჩ. გ. 54°16′20″ ა. გ. / 53.69111° ჩ. გ. 54.27222° ა. გ. / 53.69111; 54.27222
დაარსდა 20 აგვისტო, 1930[2]
ფართობი 2133,90 კმ²
სალაპარაკო ენები ბაშკირული, რუსული
მოსახლეობა 23 315 კაცი (2016)
სიმჭიდროვე 10,93 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ჩუვაშები, თათრები, ბაშკირები, რუსები, ერზიანები,
სასაათო სარტყელი UTCUTC+5
ოფიციალური საიტი http://adm-bizhbulyak.ru

ბიჟბულიაკის რაიონი (ბაშკ. Бишбүләк районы; რუს. Бижбулякский район) — მუნიციპალური რაიონი ბაშკირეთის რესპუბლიკაში, რუსეთის ფედერაცია. რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია სოფელი ბიჟბულიაკი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიჟბულიაკის რაიონი მდებარეობს ბაშკირეთის დასავლეთ ნაწილში. სამხრეთიდან ესაზღვრება ორენბურგის ოლქი. რაიონის ფართობია 2133,90 კმ².

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიჟბულიაკის რაიონი დაარსდა 1930 წლის 20 აგვისტოს, როდესაც სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით მოხდა ბაშკირეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანტონებად დაყოფის გაუქმება და როდესაც შეიქმნა 48 რაიონი.

1963 წლის 1 თებერვალს რაიონი გაუქმდა და შეუერთდა ბელებეევის რაიონს, თუმცა კვლავ აღდგა 1965 წლის 13 იანვარს.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის რუსეთის საყოველთაო აღწერების მიხედვით აქ ცხოვრობენ: ჩუვაშები — 35,3 %, თათრები — 26,1 %, ბაშკირები — 22 %, რუსები — 11,8 %, ერზიანები — 3,6 %, სხვა ეროვნების პირები —0,9  %[3].

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიჟბულიაკის რაიონში არის 86 დასახლებული პუნქტი, რომლებიც ერთიანდებიან 13 სასოფლო დასახლებაში[4].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]