ბივისი და ბათ-ჰედი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბივისი და ბათ-ჰედი
Beavis and Butt-head
Beavis and Butt-head.jpg
სერიალის ლოგო
ჟანრი თინეიჯერული ანიმაცია
ავტორი მაიკ ჯაჯი
გახმოვანება მაიკ ჯაჯი
ტრეის გრენდსტეფი
ადამ უელში
ქვეყანა აშშ
სეზონი 8
ეპიზოდი 222 (ეპიზოდების სია)
კომპანია
პროდიუსერ(ებ)ი მაიკლ ბლეიკი
ხანგრძლივობა 6–15 წთ (მუსიკალური ვიდეოების გარეშე)
5–11 წთ (მუსიკალური ვიდეოებით)
12–21 წთ (სპეციალური ეპიზოდები)
ეთერი
ორიგინალური არხი MTV[1]
ჩვენების ფორმატი 4:3 (SD) (1993–1997)
4:3 (1080i და 480i SD)
აუდიო ფორმატი სტერეო (1993–95)
Dolby Surround (1995–97)
Dolby Digital 5.1 (2011)
პირველად ეთერში მარტი 8, 1993 (1993-03-08)
უკანასკნელად ეთერში დეკემბერი 29, 2011 (2011-12-29)
ბმულები
ოფიციალური საიტი

ბივისი და ბათ-ჰედი (ინგლ. Beavis and Butt-head) — ამერიკული ანიმაციური სერიალი, შექმნილი მაიკ ჯაჯის მიერ. პირველი წარმატებული სერიის ბეისბოლი ბაყაყით შემდეგ ბივისისა და ბათ-ჰედის თავგადასავლები რეგულარულად გადიოდა ტელეარხის MTV ეთერში, 1993 წლის 8 მარტიდან 1997 წლის 28 ნოემბრამდე. ორიგინალური სერიების განმეორებითი ჩვენება ასევე მიმდინარეობდა ტელეარხზე MTV2.

სერიალის მთავარი გმირები არიან ბივისი და ბათ-ჰედი, რომლებიც ცხოვრობენ ტეხასის შტატის გამოგონილ ქალაქ ჰაილენდში. მათი დიალოგები სარკაზმით არის სავსე, შეიცავს სექსუალურ ფანტაზიებს, მიუხედავად იმისა, რომ თავად სექსუალური გამოცდილება არ ჰქონიათ. ისინი დადიან ჰაილენდის სკოლაში (რომლის პროტოტიპად იქცა ნიუ მეხიკოს სჯოლა, რომელშიც ჯაჯი სწავლობდა), ხანდახან მუშაობენ, მაგრამ ყველაფერში მცირეოდენი წვლილი შეაქვთ. მათი საყვარელი საქმიანობაა ტელევიზორთან ჯდომა და მუსიკალური არხების ყურება - თითოეული ეპიზოდის მსვლელობისას ორეული დასცინის/განიხილავს 2-3 მუსიკალურ კლიპს.

1996 წელს სერიალის პოპულარობის შემდეგ გამოვიდა სრულმეტრაჟიანი ფილმი Beavis and Butt-head Do America.

2011 წელს სერიალის ჩვენება აღდგა და MTV-ს ეთერში გავიდა მისი მერვე სეზონი.

პერსონაჟები[რედაქტირება]

ტელევიზორთან ჯდომის დროს ორივე, როგორც წესი, ნაჩოს, ლუდის მსგავს სასმელებს შეექცევა, ასევე უსმენს ჰევი მეტალს. როგორც წესი, ბივისს აცვია მეტალიკას სიმბოლიკის მქონე მაისური (პირველ ეპიზოდებში - სლეიერის სიმბოლიკით), ხოლო ბათ-ჰედს - ჯგუფის AC/DC სიმბოლიკის მქონე მაისური. თუმცა, მოგვიანებით, სხვადასხვა პროდუქციაზე, საავტორო უფლებებთან პრობლემების გამო, მაისურებზე ეწერა "Skull" და "Death Rock".

პერსონაჟების წარმომავლობა და გვარები უცნობია, თუმცა ფილმში Beavis and Butt-head Do America ბათ-ჰედი ამტკიცებს, რომ მისი სახელია ბათ, ხოლო გვარი - ჰედი. ასევე არაფერია ცნობილი მათ მშობლებზე, თუმცა ბათ-ჰედი ბივისის დედას ხშირად ძუკნად მოიხსენიებს. სრულმეტრაჟიან ფილმში ასევე არის სცენა, რომელშიც ორივე უდაბნოში უცნობ მამაკაცებს ხვდება. ეს ორი უკანასკნელი იხსენებს, თუ როგორც გაატარა ღამე ორ ჰაილენდელ კახპასთან. სავარაუდოდ, სწორედ ისინი არიან ბიჭების მამები.

ბივისი
ბივისს აქვს გამოწეული ყბა და უცნაური გამოხედვა. როგორც წესი, იგი ყოველთვის პროფილშია ნაჩვენები. სიცილის დროს ის ღრუტუნებს, აქვს წვრილი სასაცილო ხმა და ხშირად ჰყოფს თითს ცხვირში. ვიზუალურად იგი უფრო ლამაზია, ვიდრე ბათ-ჰედი. ხშირად მას ფიზიკურად უხეშად ეპყრობიან (ბათ-ჰედი ან ვინმე სხვა). ხშირად ბევრს ყვირის, მაგრამ ისევ უბრუნდება საყვარელ სიცილს. სანამ სერიალში არ შეიტანეს ცვლილებები (იხილეთ ქვემოთ), მას ჰქონდა ყველაფერზე ცეცხლის მოკიდებისკენ მიდრეკილება, თუმცა, ბათ-ჰედთან შედარებით უფრო პასიური ხულიგანი იყო. მას ასევე ჰყავსალტერ-ეგო სახელად დიდი კორნჰოლიო, რომელიც ხშირად ჩნდება მას მერე, რაც ბივისი სვამს ყავის დიდ რაოდენობას ან ყლაპავს ბევრ შაქარს. ბივისს თავისი სახელი ეწოდა ბობი ბივისის, მაიკ ჯაჯის რეალური მეზობლის პატივსაცემად. ჯაჯის თქმით, რეალური ბივისი ანიმაციურ ბივისთან არავითარ კავშირში არის.
ბათ-ჰედი
ატარებს კბილების სამაგრებს, აქვს წვრილი თვალები და ცხვირი ფართო ნესტოებით. იგი მცირეოდენი შიშინით საუბრობს, ყოველ წინადადებას იწყებს ფრაზით „ააააა...“ და ამთავრებს სახასიათო სიცილით. იგი ბივისზე შედარებით მშვიდია. ხშირად აგრესიულია მეგობრის მიმართ. მაიკ ჯაჯის თქმით, სახელი აღებულია ბავშვობაში მისთვის ცნობილი ბიჭის ზედმეტსახელიდან "Iron Butt".
ტომ ანდერსონი
ორეულის მეზობელი. ხშირად ქირაობს მათ, რათა რამე შეუკეთონ ან დაულაგონ, რაც მთავრდება სახლის ან სხვა ობიექტის განადგურებით. ამასთან, მას არასოდეს ახსოვს მათი სახელები (რადგან თავად ცუდად ხედავს). მან იქონია დიდი გავლენა ჯაჯის შემდეგი სერიალის ჰილის მეფის პერსონაჟის, ჰენკ ჰილის გარეგნობაზე.
დევიდ ვან დრისენი
ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ადარდებს ორეულის ბედი. იგი არის ყოფილი ჰიპი, რომელიც ბუნების მოყვარული და რბილი ხასიათის ადამიანია. იგი ცდილობს, ასწავლოს ორეულს გარემოსთან უფრო ჰარმონიულად ცხოვრება. ხშირად უკრავს უცნაურ სიმღერებს თავის გიტარაზე, თუმცა ყოველი ასეთი შემთხვევის შემდეგ მას რაღაც ფატალური ემართება. სკოლაში იგი რამდენიმე საგანს ასწავლის.
ბრედლი ბაზკატი
ვან დრისენის სრული წინააღმდეგობა. ბრაზიანი, მოუთმენარი, უტემპერამენტო, იგი არის ომის ვეტერანი. საშინლად ვერ იტანს ბივისსა და ბათ-ჰედს.
დირექტორი მაკ-ვიკერი
ჰაილენდის სკოლის დირექტორი და, უდავოდ, ორეულის მთავარი მტერი. მათ დაანგრიეს მისი ცხოვრება, შეშლილობის ზღვარზე მიიყვანეს ის. ისინი მას ხშირად მაკ-დიკერს უწოდებენ. დირექტორი, როგორც წესი, შიშითა და აგრესიით ხვდება მათ გამოჩენას.
დარია მორგენდორფერი
სარკაზმული, ჭკვიანი გოგონა, რომელიც სწავლობს ბიჭებთან ერთად. სწორედ იგი ხედავს მათ რეალურ სახეს. მიუხედავად მათი ინტელექტუალური განვითარებისა, ხშირად ის დახმარების ხელსაც უწვდის. ორეული ხუმრობით უწოდებს დიარეას", მაგრამ ერთ-ერთ სერიაში, რომელშიც სკოლას პრეზიდენტი ბილ კლინტონი ეწვევა, ორივე აღიარებს, რომ დიარეა მაგარია. პერსონაჟის პოპულარობით შთაგონებულმა შემქმნელებმა ასევე დაიწყეს სერიალის დარია წარმოება.
ტოდ ლანუზი
ტოდი არის 20 წლის ასაკს გადაცილებული უხეში და მოძალადე ახალგაზრდა. ბივისი და ბათ-ჰედი მას თავის სამაგალითო პიროვნებად თვლიან და სურთ მის ბანდაში მოხვედრა. ტოდი მათ ყოველთვის თავიდან იშორებს, მაგრამ იყენებს, როგორც შეუძლია - მაგალითად, მათი მეშვეობით იპარავს ფულს.
სტიუარტ სტივენსონი
მშვიდი, უწყინარი ბიჭუნა, რომელთანაც არავინ მეგობროს, გარდა ბივისის/ბათ-ჰედისა. თუმცა ისინი მას არაფრად აგდებენ, უბრალოდ ყოველთვის იყენებენ მას ამა თუ იმ საკუთარი ჩანაფიქრისათვის.

განმეორებადი თემები[რედაქტირება]

კორნჰოლიო, ბივისის ალტერ-ეგო

სერიალში ხშირად მეორდება რამდენიმე მოტივი:

  • ბივისი ხშირად იქცევა თავის ალტერ-ეგოდ, დიდ კორნჰოლიოდ (The Great Cornholio, სიტყვა-სიტყვით - სიმინდხვრელა). ეს ხდება შაქრის, კაფეინისა და სხვა სტიმულატორების დიდი დოზით მიღების შემდეგ. ტრანსფორმაცია ხდება მაისურის გაწელვით და თავზე ჩამოცმით, რის შემდეგაც ბივისი სხვადასხვა უცნაურ ფრაზას იძახის, როგორიც არის მე ვარ დიდი კორნჰოლიო!, შენ მემუქრები? და ჩემი ნახვრეტისათვის ტ.ქ. მჭირდება! (ინგ: I need T.P. for my bunghole!, იგულისხმება ტუალეტის ქაღალდი). კორნჰოლიოს ამპლუაში ბივისი ერთხელ იქცა პოეტად (ბატნიკად, ანუ ბიტნიკის ახალ ვერსიად), მაგრამ ასევე შეცდომით დეპორტირებული იქნა მეხიკოში, რადგან ბურგერ უორლდში, სადაც ის მუშაობს, იგი შემთხვევით ეგონათ უცხოელი ემიგრანტი.
  • როგორც წესი, ორივე პრობლემებს უქმნის მეზობელ ტომ ანდერსონს. მათ არაერთხელ დაუნგრევიათ მისი სახლი, დაუმტვრევიათ მანქანა, უწვალებიათ მისი პუდელი და ა.შ. მაგრამ თავისი სუსტი ხედვის გამო ანდერსონი შემდეგი შეხვედრისას მათ ვერ ცნობს და მაინც ქირაობს მათ, ამა თუ იმ დროებით სამუშაოზე.
  • ორივე პერსონაჟს უყვარს ნაჩო და სხვა ტიპის სწრაფი კვება

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. MTV moves 'Beavis' series to 10:30 p.m.“, Baltimore Sun. წაკითხვის თარიღი: 2010-11-09.