ბეყმარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბეყმარისოფელი საქართველოში, მდებარეობს მდინარე აღმოსავლეთის ფრონის მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 960 მეტრი, ყორნისიდან 17 კილომეტრი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი მოხსენიებულია იოანე ბაგრატიონის 1794-99 წლების აღწერაში.[1]1847 წლის მონაცემებით შედიოდა ყორნისის ხეობის სოფლებში და დასახლებული იყო ეთნიკური ოსებით.[2] 1991 წლამდე შედიოდა ზნაურის რაიონის შემადგენლობაში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის მიერ და დე-ფაქტო აკონტროლებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული დაყოფით შედის ზნაურის რაიონში, ყორნისის თემის ცენტრი.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1987 310
2015 [3] 262 137 125

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. იოანე ბაგრატიონი, „ქართლ-კახეთის აღწერა“ გვ. 42 — თბილისი 1986
  2. ტყავაშვილი მ. „სოფელ ყორნისის ისტორიიდან“ „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ N12 გვ. 41 — თბილისი, „უნივერსალი“, 2014 ISSN 1512-3154
  3. Итоги всеобщей переписи населения Республики Южная Осетия 2015 года