ბერკნერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბერკნერი
გეოგრაფია
79°40′ ს. გ. 46°20′ დ. გ. / 79.667° ს. გ. 46.333° დ. გ. / -79.667; -46.333
მდებარეობა ანტარქტიდა
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
ფართობი 43 873,1 კმ²
სიგრძე 320 კმ
სიგანე 135 კმ
უმაღლესი წერტილი 869 მ
დემოგრაფია
მოსახლეობა 0 (2014)

ბერკნერი — მაღალი, სრულიად ყინულით გარშემორტყმული და დაფარული კუნძული ანტარქტიდაში, ამ კუნძულის სიგრძე შეადგენს 320 კილომეტრს, ხოლო სიგანე 135 კილომეტრს, რომელიც დევს მყარ საფუძველზე — უედელის ზღვის წყალქვეშა ამაღლებაზე. კუნძულის მაქსიმალური სიმაღლე შეადგენს 869 მეტრს (სხვა მონაცემებით 975 მეტრს).

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი ფართობი შეადგენს 43 873,1 კმ²-ს. ეს კუნძული ფართობით მეორეა მთელს ანტარქტიდაზე, მას მხოლოდ ალექსანდრე პირველის კუნძული უსწრებს. ამ ტერიტორიის დიდ ნაწილზე პრეტენზიას აცხადებს არგენტინა და შედის არგენტინის ანტარქტიკაში, ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე პრეტენზიას აცხადებენ დიდი ბრიტანეთი და ჩილე, რის გამოც ეს ტერიტორიები შესაბამისად მიეკუთვნებიან ბრიტანეთის ანტარქტიდულ ტერიტორიას და ჩილეს ანტარქტიდულ ტერიტორიას. ბეკნერი არის ყველაზე სამხრეთული კუნძული მთელ დედამიწაზე, თუმცა ზოგჯერ ამას ზოგჯერ მიაწერენ როსის კუნძულს. მიუხედავად ამისა, როსის კუნძულისაგან განსხვავებით, ბერკნერამდე ზღვით მისვლა შეუძლებელია, რადგანაც ის მთლიანად შემოფარგლულია შელფური მყინვარებით. კუნძულის ყველაზე ჩრდილოეთი წერტილი მდებარეობს სულ 17 კმ-ში ღია ზღვიდან.

ბერკნერის კუნძულზე გადის საზღვარი აღმოსავლეთით მდებარე ფილხნერის შელფურ მყინვარსა და დასავლეთით მდებარე რონეს შელფურ მყინვარს შორის. კუნძულზე ორი გუმბათისმსგავსი ამონაწევია, რეინვარტჰოჰი ჩრდილოეთით (698 მეტრი), 78°19′ ს. გ. 46°20′ დ. გ. / 78.317° ს. გ. 46.333° დ. გ. / -78.317; -46.333, და ტისენჰოჰი სამხრეთით (869 მეტრი), 79°34′ ს. გ. 45°42′ დ. გ. / 79.567° ს. გ. 45.700° დ. გ. / -79.567; -45.700. აღმოსავლეთის მხარეს ასევე არსებობს სამი უბე: ჩრდილოეთით მაკარტნის უბე, შუაში რობერტსის უბე და სამხრეთით სპილჰაუსი. კიდევ ერთი გულდის უბე მდებარეობს ჩრდილოეთ მხარეს. ბერკნერის კუნძული მატერიკიდან დაშორებულია დაახლოებით 150 კმ-ით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერკნერის კუნძული აღმოაჩინა ამერიკული ექსპედიციის მონაწილეებმა საერთაშორისო გეოფიზიკური წლის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ხელმძღვანელობდა კაპიტანი ფინ რონე, რომელმაც 1957 წლის ოქტომბერში შეასრულა რეკოგნოსცირების ფრენა ელსუორტის ბაზიდან სამხრეთ-დასავლეთით და აღმოაჩინა ყინულით მთლიანად დაფარული მნიშვნელოვანი გუმბათისმსგავსი ამონაწევი.

1990 წლიდან ბერკნერის კუნძული გახდა გამგზავრების წერტილი მთელი რიგი ხანგრძლივი პოლარული ექსპედიციებისათვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]