ალექსანდრე პირველის კუნძული
ალექსანდრეს კუნძული ან ალექსანდრე I კუნძული ან ალექსანდრე I მიწა ან ალექსანდრეს მიწა - არის ერთ-ერთი დიდი კუნძული ანტარქტიდაში, მისი ფართობი შეადგენს 18,946 მი² (49,070 კმ²) მდებარეობს ბელინსჰაუზენის ზღვის დასავლეთ სანაპიროზე. კუნძული სრუტის მეშვეობით უკავშირდება ანტარქტიდის ნახევარკუნძულს აქვე მდებარეობს მარგარიტას ყურე და ჯორჯ VI ყინულის რიფი.
კუნძულის ტერიტორია აღმოსავლეთიდან-დასავლეთისაკენ გადაჭიმულია 240 კმ-ზე, ხოლო ჩრდილოეთიდან-სამხრეთისკენ 80 კმ-ზე. აქ მდებარეობს სოფიის უნივერსიტეტის მთა და ჰოდგსონის ტბა. ალექსანდრე პირველის კუნძულის უმაღლესი მთაა სტეფენსონი 2,987 მეტრ სიმაღლით.
[რედაქტირება] ისტორია
ეს კუნძული პირველად აღმოჩენილი იქნა 1821 წლის 28 იანვარს, რუსი მკვლევარის ფადეი ბელინსჰაუზენის მიერ. მან ამ კუნძულს რუსეთის იმპერატორის საპატივსაცემოდ ალექსანდრე I დაარქვა. უკვე მოგვიანებით ამ კუნძულს სხვა სახელმწიფოები მართავდნენ. 1950-იანი წლებიდან ეს კუნძული შევიდა ბრიტანეთის ანტარქტიდული ტერიტორიის შემადგენლობაში.
ეს კუნძული გამოუყენებელია თავისი ბუნებრივი პირობების გამო. ამჟამად ალექსანდრეს მიწა შედის ჩილესა და არგენტინის შემადგენლობაში.
სტატიის