ვიტუს ბერინგი
| ვიტუს იონასენ ბერინგი | |
![]() ვიტუს იონასენ ბერინგი |
|
| დაბადების თარიღი: | |
|---|---|
| დაბადების ადგილი: | |
| გარდაცვალების თარიღი: | |
| გარდაცვალების ადგილი: |
ბერინგის კუნძული, რუსეთი |
ვიტუს იონასენ ბერინგი[1] (დან. Vitus Jonassen Bering; დ. 12 აგვისტო 1681, ჰორსენსი, დანია — გ.19 დეკემბერი 1741, ბერინგის კუნძული, რუსეთი) — გამოჩენილი ზღვაოსანი. რუსული ფლოტის ოფიცერი. კაპიტან-კომანდორი. გადმოსახლდა დანიიდან.
1703 წელს მიიწვიეს რუსეთის სამსახურში. 1724 წლიდან მსახურობდა ბალტიისა და აზოვის ფლოტში. ხელმძღვანელობდა კამჩატკის პირველ ექსპედიციას (1725-1730), რომლის მიზანი იყო დაედგინა აზიასა და ამერიკას შორის ყელისა თუ სრუტის არსებობა.
ექსპედიციამ შემოუარა კამჩატკის აღმოსავლეთ ნაპირს, ჩუკოტის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაპირებს, გაიარა სრუტე, რომელიც ვერ შეამჩნია, 67° 18′-ზე მხედველობიდან დაკარგა მიწა და დაბრუნდა უკან ისე, რომ სრუტის საკითხი გაურკვეველი დარჩა (შემდეგ ამ სრუტეს ბერინგის სახელი ეწოდა).
1733 წელს ბერინგი დაინიშნა კამჩატკის მეორე ექსპედიციის ხელმძღვანელად. ექსპედიციას უნდა გადაელახა ციმბირი და გამგზავრებულიყო კამჩატკიდან ამერიკის ჩრდილოეთ ნაპირების გამოსაკვლევად. 1741 წლის 17 ივლისს ექსპედიციამ ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროს მიაღწია. აღმოაჩინა ალეუტის კუნძულების ნაწილი. უკან დაბრუნების დროს ბერინგი გარდაიცვალა კუნძულზე, რომელსაც ამჟამად მისი სახელი ჰქვია.
ბერინგის სახელი ეწოდა აგრეთვე ზღვას წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 2, გვ. 320, თბ., 1977;
- Берг Л. С., Открытие Камчатки и экспедиции Беринга. 1725—1742, 3 изд., М.—Л., 1946;
- Белов М. И., Арктическое мореплавание с древнейших времен до середины 19 в., М., 1956;
- Греков В. И., Очерки из истории русских географических исследований в 1725—1765 гг., М., 1960.
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ საბუთებში ხშირად მოიხსენიება როგორც ივანე ივანეს ძე ბერინგი.
