ბელა-ტოლა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ბელა-ტოლა |
||
|---|---|---|
|
კოორდინატები: / |
||
| მდებარეობა | ||
| სიმაღლე | 3 025 | |
| ქედი | პენინის ალპები | |
ბელა-ტოლა (იტალ. Bella Tola) — მთა პენინის ალპებში, შვეიცარიაში. მდებარეობს ვალეს კანტონში; გადაჰყურებს სოფელ სენ-ლიუკს. ზღვის დონიდან 3 025 მ სიმაღლით იგი ქვეჯგუფის უმაღლესი მწვერვალია. აღმართულია ვაისჰორნის ჯაჭვის ჩრდილოეთ დაბოლოების სიახლოვეს.
ჩრდილოეთ კალთაზე გაწოლილია თავისივე სახელობის პატარა მყინვარი.
მთა საკმაოდ პოპულარულია ტურისტებს შორის; ასვლა შესაძლებელია რამდენიმე ბილიკით.