ბაჭია, გაიქეცი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაჭია, გაიქეცი


ჟანრი: რომანი
ავტორი: ჯონ აპდაიკი
მშობლიური ენა: ინგლისური
დაწ. ადგილი: აშშ
გამოცემულია: 12 ნოემბერი 1960

ბაჭია, გაიქეციჯონ აპდაიკის რომანი. არის კურდღლის სერიის პირველი წიგნი. გამოიცა 1960 წელს.

სიუჟეტი[რედაქტირება]

მთავარ გმირი 26 წლის ჰარი ენგსტრომი, მეტსახელად ბაჭია, სკოლაში სწავლისას ცნობილი კალათბურთელი იყო. რომანში აღწერილია მისი ცხოვრების 5 თვე. ბაჭია დაოჯახებულია, მეუღლე და ვაჟიშვილი ჰყავს, მეორე შვილსაც ელოდება, მაგრამ ბედნიერი არ არის. მისი ცოლი სვამს, თვითონ მოსაწყენ სამუშაოზე მუშაობს, ცოლის მშობლები ალმაცერად უყურებენ სიძეს. ბაჭიამ იცის, რომ რაღაც უნდა შეცვალოს, სახლიდან მიდის და ორი თვის განმავლობაში მეძავთან ერთად ცხოვრობს. შემდეგ ბაჭია შინ ბრუნდება, მაგრამ მეორე შვილი, ახალშობილი ეღუპება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]